Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

11 დემონსტრანტის საქმის განხილვა - ლაივბლოგი (22/07/2025)

ამ კვირაში 11 დემონსტრანტის წინააღმდეგ ჯგუფური ძალადობის საქმის განხილვა ყოველ დღე გაიმართება. სასამართლო ისევ პროკურატურის მოწმეების დაკითხვის ეტაპზეა

15:01 22.7.2025

ბრალდებულის ადვოკატი ირმა ჭკადუა

- როდის მიიღეთ ეს ინფორმაცია

- 4 დეკემბერს ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ გამოძიება იყო დაწყებული ამ პირების ძიების მიზნით და ჩემმა უფროსმა გაგვაფრთხილა, რომ ჩვენც უნდა ჩავრთულიყავით ამ სამსახურში

- როგორ უნდა დახმარებოდით?

- მე ცემს პირად კონტაქტს დავუკლავშირდი

- და მან რა გითხრათ?

- პირადმა კონტაქტმა მისი მეგობრის მეშვეობით გაიგო, რომ ვალერი თეთრაშვილმა ისროლა ქვა.

- თქვენმა პირადმა კონტაქტმა თავლით დაინახა რა მოხდა?

- არა ჩემი პირადი კონტაქტის მეგობარმა დაინახა

- ანუ პირადი კონტაქტის პირადი კონტაქტებიც არსებობს?

[პროკურატურა აპროტესტებს]

- თქვენ პირადი ჯონტაქტი როდის ნახეთ?

- არ მინახავს ტელეფონით ვუკავშირდებოდი

- და ერთი პირადი კონტაქტი გყავთ?

- ორი

- და ორივემ დაგიდასტურეს რომ ეს ადამიანი ვალერი თეთრაშვილი იყო?

- დიახ

- და ერთი ვალერი თეთრაშვილი იყო ასეთი?

- ამ წელს დაბადებული და ამ მამის სახელით კი

- კარგი ანუ რეალურად თვალით არ დაგინახავთ ვალერი თეთრაშვილმა რა ისროლა - - და საერთოდ თუ იყო აქციაზე

- მე არ ვიყავი აქციაზე, ამიტომ არა.

დაკითხვა დასრულდა.

15:00 22.7.2025

თორნიკე ჯაფარიძის თქმით, ინფორმაცია მიიღო, რომ რუსთაველზე მიმდინარეობა აქცია, სადაც დაზიანდნენ პოლიციელები. მან მიიღო ინფორმაცია, რომ ერთმა პირმა ისროლა ქვა პოლიციელის მიმართულებით. მისი თქმით, ეს ვალერი თეთრაშვილია, ინფორმაცია 2 დეკემბერს მიიღო, პირადი კონტაქსტისგან.


„ჩვენი ბაზის მეშვეობით მოვიძიე აღნიშნული პირი. შემდეგ შევადგინე პატაკი და მოვახსენე ეს ყველაფერ ჩემს უფროსს”, - ამბობს ის.

[პროკურატურას სხვა კითხვები არ აქვს]


14:52 22.7.2025

14:19 - დარბაზში იხმობენ კიდევ ერთ მოწმეს - ქვემო ქართლის პოლიციის თანამშრომელ თორნიკე ჯაფარიძეს.

14:51 22.7.2025

14:17 - პროკურატურის მოწმე კონსტანტინე კერესელიძის (შსს-ს თანამშრომელი) დაკითხვა დასრულდა. ეს მოწმე გადის დარბაზიდან.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG