14:15 ადვოკატი განაგრძობს კითხვების დასმას: რა საგანი ჩანს ვიდეოში, თქვენ ხომ არ შეგიმოწმებიათ?
მოწმე: არა.
- პოლიციელს თუ მოხვდა ეს საგანი, არ იცით?
- არა.
- გიორგი ტერიშვილი, რომ არის ვიდეოში ეს თქვენ საიდან იცით დაზუსტებით?
- ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა იყო ჩატარებული და აქედან გამომდინარე.
- აა, უკვე იყო ჩატარებული? კარგი…
14:14 მოწმის ამ პასუხის შემდეგ ადვოკატმა მასვე ჰკითხა, უნდა გამოიძიოს თუ არა ეს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა. პროკურატურამ კითხვის აცილება მოითხოვა.
მოწმე აგრძელებს: პოლიციელის მხრიდან არანიარი მუქარა არ გამიგია.
ადვოკატი: თქვენ იტყუებით ახლა იმიტომ, რომ დაზუსტებით ამბობთ რომ პოლიციელები არ იგინებოდნენ და არ იმუქრებოდნენ, მაგრამ ისიც თქვით, რომ იმ მონაკვეთში პოლიციელების რიგებში სამოქალაქო პირი არ იქნებოდა. ამიტომ ხომ ვერ გამორიცხავთ, რომ ის პირი, რომელიც იგინება შეიძლება იყოს პოლიციელი?
- გამორიცხვით ვერ გამოვრიცხავთ.
- აბა, წეღან თქვით, რომ დაზუსტებით იცოდით, რომ პოლიციელები არ იგინებოდნენ და ახლა იძახით, რომ ვერ გამორიცხავთ.
- მე ეს, უბრალოდ, დაგიზუსტეთ.
- ხომ მიდასტურებთ რომ იმ რიგებში სადაც ოპერატორი დგას ისმის გინება?
- საიდან ისმის გინება არ ვიცი
ადვოკატი: პოლიციელების კორდონის მიმართუილებით, რომ არის ვიდეო გადაღებული, ამასთან დაკავშირებით ოპერატორს გაესაუბრეთ?
მოწმე: რა იცით რომ პოლიციის ოპერატორი იღებდა?
- მათ გამოვთხოვე.
- და მათ დაჭრილი მოგაწოდეს ეს ვიდეო თუ არა?
- მთლიანი მომაწოდეს.
- თუ გაიგეთ პოლიციელები, როგორ იგინებოდნენ ამ ვიდეოს განმავლობაში. ამ ვიდეოში, რადგან შორიდან ხდება ჩანაწერი ხომ არ - ისმის მომიტინგეების შეძახილები?
- ისმის.
- სხეულით დაადგინეთ თუ ხმა გაიგეთ?
- სხეულითაც და ხმაც გავიგე.
- ახლა ამბობთ, რომ გიორგი ტერიშვილი იგინებოდა და ეს დათვალიერების ოქმში არ შეგიტანიათ?
- ჩანს ეს მოქმედებები.
- ჩანს ერთია და გაიგეთ მეორე.
- ჩანს კიდევაც და თუ დააკვირდებით გაიგებთ, როგორ იგინება.
- ანუ გაარჩევთ სიტყვებს. რას იგინებოდა?
- კი.
- პოლიციელის მხრიდან გინებები და უხამსი შეძახილები გესმოდათ?
- კი შეიძლება ისმოდა, მაგრამ კადრში არ ჩანს როგორ იგინებიან
- ა, ანუ კადრში არ ჩანს როგორ ყვირიან?
- კადრში ჩანს, ერთი პოლიციელი ზურგით.
- ამ პოლიციელების რიგებში სამოქალაქო პირი ხომ არ ყოფილა.
- არ იქნებოდა.
- ანუ ეს გინებები ხომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ პოლიციელების მხრიდან ისმოდა.
- არა, ამას ვერ ვიტყვი, არ ჩანს არავინ როგორ იგინება, შეიძლება მოქალაქეც იყოს
[დარბაზი იცინის]
ფორუმი