13:15 - პროკურორი აფრთხილებს ბრალდებულთა ადვოკატებს მოწმეების მიმართ კორექტულობა შეინარჩუნონ. ბრალდებულის ადვოკატები აღნიშნავენ, რომ გუშინდელ სხდომაზე ცრუ მოწმე იყო წარმოდგენილი.
13:17 - ანდრო ჭიჭინაძე: „ვეთანხმები ადვოკატს, რომ წარმოდგენილი იყო ცრუ მოწმე. გუშინდელ სხდომაზე ბოლო სიტყვის გამო დაატოვებინეთ სხდომა გიორგი ტერიშვილს [ამავე საქმის კიდევ ერთ ბრალდებულს], მე - რამოდენიმე გაფრთხილება მომეცით“.
13:19 - ონისე ცხადაძე: „წინა პროცესზე მე უფრო ვიმსახურებდი გაძევებას. თუ გინდათ მე გამიშვით და გიორგი ტერიშვილი შემოუშვით. პროტესტის ნიშნათ მე გაგადებინებთ თავს. გიორგი ტერიშვილი არის ადამიანი, რომლის ყველაზე ძვირფასი ადამიანი არის შეწირული ამბავს, ისეთ ამბავს, რაც ბევრი კარგი რამ ჩვენც მოგვიტანა. ესეთ ადამიანს ასე რომ ვექცევით, არ მგონია სწორი. ბატონ პროკურორებს მინდა შევახსენო, რომ როცა ირაკლის დედა იყო ჩამოსული ემიგრაციიდან, მაშინ თქვენ დაეთანხმეთ ადვოკატებს და ეს იყო სწორი ნაბიჯი. ეგ ადამიანი [გიორგი ტერიშვილი] არის ყველაზე გაწონასწორებული ადამიანი. და გაგდებას რაც შეეხება, შუა პროცესზე ლექსს მოვყვები ან რამე...“
13:20 სასამართლომ დააკმაყოფილა შუამდგომლობა და გიორგი ტერიშვილს მომდევნო სხდომაზე დასწრების უფლება ექნება.
ფორუმი