Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

11 დემონსტრანტის საქმის განხილვა - ლაივბლოგი (22/07/2025)

ამ კვირაში 11 დემონსტრანტის წინააღმდეგ ჯგუფური ძალადობის საქმის განხილვა ყოველ დღე გაიმართება. სასამართლო ისევ პროკურატურის მოწმეების დაკითხვის ეტაპზეა

13:41 22.7.2025

13:23 - ადვოკატი გუჯა ავსაჯანიშვილი ამბობს, რომ რევაზ კიკნაძესთან ფიზიკურად ვერ შედის საკანში, რომ რაღაც საკითხებზე გაესუბროს. „ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანზე, რომელიც მარტო არის საკანში, რაც პროცესი დაიწყო“.

ადვოკატი მოსამართლეს მიმართავს, ჰუმანურობა გამოიჩინოს და რევაზ კიკნაძე დააბრუნოს სხდომაზე. „მან ცოტა ხნის წინ დამირეკა, ყველაფერი გააცნობიერა და მთხოვა თქვენთან ამ თხოვნით მოვსულიყავი“.

13:41 22.7.2025

13:27 - პროკურორი ამბობს, რომ რევაზ კიკნაძე შედიოდა პოლემიკაში და არ ემორჩილებოდა სასამართლო განცხადებას.

13:41 22.7.2025

13:28 ბრალდებულის ადვოკატი მოითხოვს, მოსამართლემ გაითვალისწინოს რევაზ კიკნაძის ფსიქოლოგიური მდგომარეობა. ის აღნიშნავს, რომ ბრალდებული მარტო არის გამოკეტილი და მას ვერც ადვოკატი ვერ ნახულობს.

„ეს იყო მისთვის ჭკუის სასწავლებელი და გთხოვთ, შუამდგომლობა გაითვალისწინოთ“.

13:41 22.7.2025

13:30 - მოსამართლის თქმით, რამდენჯერაც რევაზ კიკნაძე დააბრუნეს სხდომაზე, იმდენჯერ იმსახურებდა შენიშვნებს - ნინო გალუსტაშვილმა ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG