Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

11 დემონსტრანტის საქმის განხილვა - ლაივბლოგი (22/07/2025)

ამ კვირაში 11 დემონსტრანტის წინააღმდეგ ჯგუფური ძალადობის საქმის განხილვა ყოველ დღე გაიმართება. სასამართლო ისევ პროკურატურის მოწმეების დაკითხვის ეტაპზეა

13:42 22.7.2025

13:32 - სხდომათა დარბაზში მოწმის სტატუსით იძახებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს, 40 წლის კონსტანტინე კერესელიძეს. ის პროკურატურს მოწმეა, რაც იმას ნიშნავს, რომ მან უნდა გაამყაროს წაყენებული ბრალი.

13:42 22.7.2025

13:34 - დარბაზში შემოდის მოწმე. დაკითხვას იწყებს პროკურატურა, რომლის მოწმეც არის კონსტანტინე კერესელიძე.

მოწმე კონსტანტინე კერესელიძე (შსს-ის თანამშრომელი): მონაწილეობას ვიღებდი საგამოძიებო ჯგუფში. [მისი თქმით, ზედამხედველობდა ვალერი თეთრაშვილის შესახებ გამოძიებას - ნახა ტელეკომპანია „იმედის“ ვიდეო, რომელშიც ჩანს - „აქციაზე როგორ ლანძღავდა პოლიციელებს ვალერი თეთრაშვილი“].

პროკურორი: ვისი ატვირთული ვიდეო იყო?

მოწმე: ბექა კასრაძის

- როდესაც პრეს-ცენტრში დაათვალიერეთ ვიდეოები, როდის იყო ეს მასალა გადაღებული?

- პირველი ვიდეო, რაც დავათავლიერე, იყო 1 დეკემბერს გადაღებული. ამ ვიდეოში მონაწილეობდა გიორგი ტერიშვილი. ორი ვიდეო მასალა იყო მცირე ზომის და შემდეგ გადმოვწერეთ.

პროკურორი: რა ჩანდა ვიდეოში?

მოწმე: ჩანს როგორ ლანძღავდა გიორგი ტერიშვილი პარლამენტის უკან პოლიციელებს და ასევე ის ისროდა რაღაც ნივთებს.

- საიდან მიიღეთ ინფორმაცია, რომ ეს ვიდეო 1 დეკემბერს იყო გადაღებული.

- ოპერატორმა განმიმარტა, რომ მორიგეობდა და იღებდა 1 დეკემბრის ღამეს.

პროკურორი: რომ დაათვალიერეთ აღნიშნული ვიდეოფაილები, მერე რა ქენით?

მოწმე: გავაკეთეთ ვიდეოს ასლები.

- ესეიგი, ჯერ დაათვალიერეთ თეთრაშვილი, შემდეგ ტერიშვილი და შემდეგ ირაკლი ქერაშვილი, მათი ვიზუალი საიდან დაადგინეთ?

- […] ვიდეოდან… ვუყურებდით…

13:48 22.7.2025

13:44 - მოწმე პოლიციელის დაკითხვას იწყებენ ბრალდებულების ადვოკატები.

პირველმა კითხვა დასვა ბრალდებული ვალერი თეთრაშვილის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ.

ადვოკატი ირმა ჭკადუა: თქვენ ახსენეთ, რომ გამომძიებლის დახმარებით მოახერხეთ ამ პირების იდენტიფიცირება? როგორ დაგეხმარათ, რომ ვიდეოში გეპოვატ ეს ადამიანები?

პროკურატურის მოწმე კონსტანტინე კერესელიძე (შსს-ს თანამშრომელი): ვიდეოში არ დამხმარებია.

- აბა? ადამიანი, რომ ის კონკრეტული ადამიანი იყო…

- საქმეში დადგენილი იყო.

- თქვენ თქვით, რომ ვალერიმ [თეთრაშვილმა] პიროტექნიკა ისროლა პოლიციელების მიმართულებით, თქვენ ეს დაინახეთ?

- არა, პიროტექნიკის გასროლა არ დამინახავს, მაგრამ ვხედავდი სროლას…

როგორ დაადგინეთ, რომ პიროტექნიკა იყო?

- პიროტექნიკის მყარი..

- პიროტექნიკას მყარი რა აქვს? რისგან შედგება?

პროკურატურა აპროტესტებს ირმა ჭკადუას კითხვას [პიროტექნიკას მყარი რა აქვს? რისგან შედგება?], მოსამართლე აკმაყოფილებს ამ მოთხოვნას და მოითხოვს კითხვა შეიცვალოს.

14:08 22.7.2025

14:47 - კითხვის დასმას აგრძელებს ადვოკატი ჭკადუა: მყარი, რომ იყო, როგორ დაადგინა? რკინა იყო? თუ ქაღალდი..

- მყარი მუყაო იყო…

- მუყაო რა არის? ქარალდი არაა?

...

მოწმე განაგრძობს: რუსთაველის გამზირზე ვალერი თეთრაშვილს ეჭირა მოგრძო, მყარი პიროტექნიკა, არ ვიცი გასროლილი იყო თუ ცარიელი. ისვრის პოლიციელების მიმართულებით.

- რამხელა იყო ეს ნივთი?

- დაახლოებით ნახევარი მეტრი…

- და როგორ დაადგინეთ ნივთის სიმყარე?

- ასფალტზე რომ ურტყამს აქედან, რომ არ ყოფილიყო მყარი ვერ გაისროდა.

- და შემდეგ, სად გაისროლა?

- პოლიციელების კორდონის მიმართულებით.

- რამდენად შორს გაისროლა ნივთი?

- არ ვიცი, დანიშნულების ადგილს მიაღწია, სავარაუდოდ…

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG