გაგახსენებთ, რომ მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა ორი დემონსტრანტის, დავით ლომიძისა და თემურ ზასოხაშვილის სასამართლო დახურა მას შემდეგ, რაც პროკურორმა შეატყობინა, რომ სოციალურ ქსელში გავრცელდა გდდ-ს თანამშრომლების სხდომაზე გადაღებული ფოტოები.
მას შემდეგ ჩატარდა მხოლოდ ერთი სხდომა. დღეს კი მანდატურებმა შეგვატყობინეს, რომ სხდომა დამსწრეებისთვის ღიაა. შესაბამისად, რადიო თავისუფლება სხდომათა დარბაზში და იწყებს ლაივბლოგს ლომიძე-ზასოხაშვილის ფინალური პროცესიდან.
დღეს დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას იტყვის. ადვოკატები ელიან, რომ მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი განაჩენს დღესვე გამოაცხადებს. მეორე ვერსიაც არსებობს, სხდომის ბრალდებულების საბოლოო სიტყვის ეტაპზე გადადება.
დავით ლომიძისა და თემურ ზასოხაშვილის დახურული სხდომა დღეს მოსამართლე, ნინო გალუსტაშვილმა დამსწრეებისთვის გააღო. ამ სხდომაზე დაკვნით სიტყვას იტყვიან ადვოკატები და ბრალდებულები. სავარაუდოა, რომ გამოცხადდება განაჩენიც. მათ პოლიციელებზე თავდასხმას და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავებიან
12:22
30.7.2025
ფორუმი