Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით ლომიძისა და თემურ ზასოხაშვილის საქმის განხილვა - ლაივბლოგი (30/07/2025)

დავით ლომიძისა და თემურ ზასოხაშვილის დახურული სხდომა დღეს მოსამართლე, ნინო გალუსტაშვილმა დამსწრეებისთვის გააღო. ამ სხდომაზე დაკვნით სიტყვას იტყვიან ადვოკატები და ბრალდებულები. სავარაუდოა, რომ გამოცხადდება განაჩენიც. მათ პოლიციელებზე თავდასხმას და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავებიან

14:43 30.7.2025

სხდომა გადაიდო ბრალდებულების სიტყვის ეტაპზე. შემდეგი სხდომა 8 აგვისტოს 13:00-ზე დაინიშნა.

14:27 30.7.2025

„თუ მაინც და მაინც სასამართლოს მიაჩნია, რომ ეს მტკიცებულებები არის მისაღები... წარდგენილი აქვთ 353 პრიმა მუხლით დანაშაულებრივი ქმედება...სისხლის სამართლის კოდექსში არის კიდევ ერთი მუხლი 226-ე", - აცხადებს ადვოკატი ირაკლი აბსანძე. ის მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვს.

პროკურორი ანი ხუბეჯაშვილი პასუხობს, რომ ადვოკატებმა მოწმეთა ჩვენებების არასწორი ინტერპრეტაცია მოახდინეს და არ ეთანხმება მუხლის გადაკვალიფიცირებას.

14:22 30.7.2025

„არა ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა, არა ბიოლოგიური, არა ქიმიური, არაფერი არ გვაქვს, რა გვაქვს სახეზე - ორი პოლიციელი, რომელსაც არაფერი ახსოვდათ და მათ მიერ მიცემული ჩვენება? რამდენად სანდოა? ხელისუფალი ყოველთვის გამონახავს ორ პოლიციელს, რომელიც უდანაშაულო ადამიანს დაადებს ხელს. სასამართლომ იმსჯელონ სამართლიან, კანონიერ მტკიცებულებასთან დაკავშირებით, ობიექტურად შეაფასოს და გამოიტანოს გამამართლებელი განაჩენი, რადგან მათი ბრალეულობა არ მტკიცდება", - დაასრულა დიმიტრი ვარდიაშვილმა დასკვნითი სიტყვა.

14:19 30.7.2025

ავთანდილ ფოცხვერაშვილი და ბადრი თათანაშვილი, დაზარალებულის სტატუსის მქონე პოლიციელები, ადვოკატის თქმით, ცრუ ჩვენების ავტორები არიან. კითხულობს მათ ჩვენებებს, სადაც დეტალურადაა აღწერილი სავარაუდოდ, ბრალდებულების ჩაცმულობა და სახის ნაკვთები. ადვოკატის მტკიცებით, შეუძლებელი იყო აქციაზე ასე დეტალურად დაენახათ ვინმე, რადგან იყო წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზის კვამლი, ღამის განათება და არეულობა. ეს ჩანს ადვოკატის თქმით, იმ ვიდეოებიდანაც, რომელიც მტკიცებულებადაა წარდგენილი.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG