14:49
30.7.2025
ერთ-ერთი ადვოკატი სხდომის გადადებას ითხოვს, არგუმენტით, რომ ბრალდებულთან პოზიციების შეჯერება ვერ მოახერხეს და დამატებითი დრო სჭირდებათ.
14:48
30.7.2025
შემოვიდა მოსამართლე, ნინო გალუსტაშვილი, შემოიყვანეს ბრალდებული - დავით ხომერიკი.
ხომერიკის დედა, დედიკა მაისურაძე რამდენიმე წამით ხელს კიდებს დავით ხომერიკს, ბადრაგები ვერ ასწრებენ რეაგირებას.
„ჩემი შვილია", - ამბობს დედიკა.
[ბრალდებულზე შეხება აკრძალულია]
14:43
30.7.2025
შეიძლება ითქვას, რომ ბევრ საქმეზე, სადაც დემონსტრანტები არიან ბრალდებულები, საქმის განხილვა ბოლოშია გასული. ასეთია დავით ხომერიკის საქმეც.
ფორუმი