ვაჟა თოდუას აინტერესებს, ნანახი აქვს თუ არა მოწმეს ვიდეო ანდრო ჭიჭინაძის წინააღმდეგ და იყო თუ არა იმ დროს ანდრო ჭიჭინაძესთან ერთად. მოწმე ამბობს, რომ არ ყოფილა იქ და ამბობს, რომ „ვიდეო ნანახი აქვს და რასა ედავებიან ვიდეოში არ ჩანს".
პროკურორები დაჟინებით ეკითხებიან, რა დაინახა ვიდეოში.
ადვოკატი, თორნიკე მიგინეიშვილი აცილებას ითხოვს და ასაბუთებს, რომ მოწმეს შეფასებებს სთხოვენ, ამასთან მისთვის უცნობია, რომელ ვიდეოს გულისხმობს პროკურორები, როცა ვიდეომტკიცებულებების ნახვაზე ესაუბრებიან.
დაცვის მხარემ კითხვების დასმა დაასრულა, ახლა მოწმის დაკითხვას აგრძებენე პროკურორები. ვახტანგ ცალუღელაშვილი დაინტერესდა, როცა თქვით „ანდრო გვეკარგებოდაო“, სად ადიოდა?
მოწმე ამბობს, რომ ხედავდა სად ადიოდა ანდრო და თავადაც გაყოლია მას. ვახტანგ ცალუღელაშვილის შემდეგი კითხვა ე.წ. დასაკავებელი პირების სიის გავრცელებას უკავშირდება. აინტერესებს, ხომ არ უთქვამს ანდროს, რატომ უნდა დაეკავებინათ?
მსახიობი მოწმის თქმით, არ იცის. არც უკითხავს, იყო „ცნობა, რომ სუს-დან გავრცელდა სია“.
პროკურორი აპერიფრაზებს მოწმის ნათქვამს, რომ ისიც შეიძლება მჯდარიყო ნებისმიერი ბრალდებულის სკამზე და ეკითხება გიგა დათიაშვილს: რატომ ფიქრობს ასე
„ვგულისხმობ იმას, რომ ეს ადამიანები გამოხატავდნენ თავის სამოქალაქო ნებას და იცავდნენ ევროპულ მომავალს", - პასუხობს მსახიობი.
პროკურორი: თქვენ თუ მიგიღიათ ისეთ მოქმედებებში მონაწილეობა, რომ გესროლათ რაიმე სამართალდამცველების მიმართულებით
მოწმე: არა, არასდროს
პროკურორი: ქვა?
მოწმე: არა, არასდროს
პროკურორი: ფეიერვერკი?
მოწმე: არა, შეგიძლიათ გააგრძელოთ სხვა ნივთების ჩამოთვლა, იგივე პასუხი მექნება.
კითხვებს სვამს ადრო ჭიჭინაძის კიდევ ერთი ადვოკატი, ნათია კორკოტაძე. მას აინტერესებს ანდრო ჭიჭინაძის დაკავების შემდეგ, თუ დადის ის ისევ აქციაზე. გიგა დათიაშვილი პასუხობს, რომ „კი დადის“.
მისი თქმით, ნებისმიერი ბრალდებულის ადგილზე შეიძლება თავად მჯდარიყო, რადგან „თუ ისინი დამნაშავეები არიან, მეც დამნაშავე ვარ... ეს არის გამოხატვის თავისუფლება, ჩვენ არ ვყოფილვართ ძალადობრივი აქციის მომხრეები... თუ ძალადობის სურვილი გამოითქვა, ვცდილობდით გაგვენეიტრალებია და დაგვემშვიდებინა და ვეუბნებოდით, რომ ისინიც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არიან, შეიძლება ახლა სისტემას წარმოადგენენ და სისტემის ნაწილი არიან, მაგრამ ისინიც მოქალაქეები არიან".
„როგორ გადავიდნენ კაცო ესენი თავს“, - ამას ამბობდა ხოლმე ანდრო, გინებაც კი არ ყოფილა", - იხსენებს მოწმე მსახიობი.
თორნიკე მიგინეიშვილი თხოვს მოწმეს გაიხსენოს თუ მიუღიათ სხვა აქციებშიც მონაწილეობა ერთად და როგორ იქცეოდა ანდრო ჭიჭინაძე, როგორც პროტესტის მონაწილე.
„ვიკრიბებოდით და შემდეგ მივდიოდით, ძირითადად ვინც გვეკარგებოდა იყო ანდრო, იდგა წინ და გაშველებაში იყო ჩართული".
ფორუმი