Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

11 დემონსტრანტის საქმე - ლაივბლოგი (05/08/2025)

დღეიდან ჯგუფური ძალადობის იმ საქმეზე, სადაც 11 დემონსტრანტია ბრალდებული, დაცვია მხარე იწყებს მტკიცებულებების გამოკვლევას. დაიკითხებიან ანდრო ჭიჭინაძის მოწმეები.

12:45 5.8.2025

პროკურატურამ მტკიცებულებების შესწავლა დაასრულა. ამის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

12:45 5.8.2025

სასამართლო დაცვის მხარის მტკიცებულებების შესწავლის ეტაპზეა.

12:46 5.8.2025

იწყება ანდრო ჭიჭინაძის საქმეზე მოწმეების დაკითხვა. სხდომათა დარბაზში გამოიძახეს გიგა დათიაშვილი. ის მსახიობია.

„მსახიობი ვარ, მაგრამ ახლა აღარ მაქვს პროფესია".

12:51 5.8.2025

გიგა დათიაშვილი ამბობს, რომ ანდრო ჭიჭინაძე უნივერსიტეტში გაიცნო, პროფესიიდან გამომდინარე, ბევრი წელია იცნობს და მეგობრობს. ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრში თამაშობდნენ ერთად.

ის იხსენებს, რომ გასული წლის 28 ნოემბერს იყო სახლში, სანამ ირაკლი კობახიძე იტყოდა, რომ ევროინტეგრაცია შეწყვიტა. გავიდა საპროტესტო აქციაზე ანდრო ჭიჭინაძესთან და ირაკლი კვირიკაძესთან ერთად. ისიც მსახიობია.

„ჩვენ ორივეს გვყავს შვილები, ჩვენი ამოსავალი წერტილი არის ჩვენი შვილების მომავლის უზრუველყოფა და ამის შესაძლებლობას ვხედავთ ევროკავშირში, როცა ამას საფრთხე შეექმნა გამოვედით საპროტესტო აქციაზე", - ამბობს მოწმე.

ის იხსენებს აქციაზე განვითარებულ მოვლენებს და ამბობს, რომ სპონტანურად ძალიან ბევრი ადამიანი შეიკრიბა. „რუსთაველის ქუჩა რომ იწყება, იქიდან ჭირდა უკვე გადაადგილება".

„თავიდან, მე ანდრო და ირაკლი ვიყავით, პირველი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჭიჭინაძის კუთხეში ან პარლამენტის წინ ვიყავით. შვიდობიანი აქცია იყო, ხალხი იდგა და გამოხატავდა თავის მოსაზრებას/პროტესტს".

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG