Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

11 დემონსტრანტის საქმე - ლაივბლოგი (05/08/2025)

დღეიდან ჯგუფური ძალადობის იმ საქმეზე, სადაც 11 დემონსტრანტია ბრალდებული, დაცვია მხარე იწყებს მტკიცებულებების გამოკვლევას. დაიკითხებიან ანდრო ჭიჭინაძის მოწმეები.

13:28 5.8.2025

ახლა პროკურორები ითხოვენ, მოწმემ ამოიცნოს ვიდეოზე საკუთარი თავი იმ შემთხვევაში, თუ ის ასახულია ამ კადრებში.

აპროტესტებს დაცვის მხარე, მათთვის გაუგებარია რის გარკვევას ცდილობს ბრალდების მხარე. ვიდეო თავიდან ჩართეს. ეს კადრეი ანდრო ჭიჭინაძის წინააღმდეგ მტკიცებულებაა. პროკურორებს აინტერესებთ, თუ იყო ადგილზე და დაინახა თუ არა, რომ „ანდრო ჭიჭინაძემ ისროლა".

მოწმე ამბობს, რომ იქ არ ყოფილა.

13:34 5.8.2025

„28-ში, 29-ში და 250-ე დღესაც რუსთაველე ვარ.... ძალიან ბევრჯერ მინახავს როგორ ურტყამდნენ სამართალდამცველები დაგდებულ მოქალაქეს", - ამბობს გიგა დათიაშვილი.

პროკურორს აინტერესებს, ხომ არ დაუნახავს მოწმეს მოქალაქეები, რომლებიც გამოხატავდნენ პროტესტს ქვების სროლით, პიროტექნიკით, ან ტელევიზიაში ხომ არ უნახავს?".

მოწმე ამბობს, რომ თავად არ დაუნახავს, მაგრამ კადრებში არ არის დარწმუნებული, რომ ისინი აქციის მონაწილეები იყვნენ.

- თქვენ თუ შეუშალეთ ხელი პროვოკატორებს ვისაც უწოდებთ?

- მოწოდება მქონდა ძალიან ბევრჯერ...

„ფორმაც ხომ არ ეცვა", - ამას კითხულობს და ეღიმება პროკურორ ვაჟა თოდუას. ის არკვევს მოწმის მიერ მოყოლილი ისტორიის დეტალებს, როცა მისი თქმით, ერთ-ერთი „აქციის მონაწილე“ პოლიციელი იყო და სხვა დემონსტრანტმა ამოიცნო.

13:37 5.8.2025

პროკურორი: თუ შეესწარით, რომ აქციის მონაწილეები აწყობდნენ ბარიკადებს, ურნებს?

მოწმე: ... მე გეტყვით, რა დავინახე - პოლიციელი სვრიდა აქციის მონაწილეებს სქროლს

ახლა სხვა ვიდეოს რთავენ პროკურორები, მათი თქმით, მოწმის სანდოობას ამოწმებენ, რომელიც ამბობს, რომ „ყოველ დღე იყო აქციაზე, მაგრამ არ დაუნახავს ნივთების სროლა და ბარიკადები".

13:40 5.8.2025

გიგა დათიაშვილის დაკითხვა დასრულდა. ის დარბაზში დაჯდა.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG