Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

11 დემონსტრანტის საქმე - ლაივბლოგი (05/08/2025)

დღეიდან ჯგუფური ძალადობის იმ საქმეზე, სადაც 11 დემონსტრანტია ბრალდებული, დაცვია მხარე იწყებს მტკიცებულებების გამოკვლევას. დაიკითხებიან ანდრო ჭიჭინაძის მოწმეები.

14:07 5.8.2025

კითხვებს სვამს პროკურორი, ვახტანგ ცალუღელაშვილი. მას აინტერესებს, რომელ საათამდე რჩებოდა აქციებზე ანა ინგოროყვა, მოწმე ამბობს, რომ გამთენიის ოთხ საათამდე. ამის შემდეგ პროკურორი აქციაზე მოწმის ლოკაციებს აზუსტებს.

პროკურორი: თუ შეესწარით ისეთ ფაქტს რომ აქციის მონაწილეები სამართალდამცავების მიმართულებით ისროდნენ ნივთებს, პიროტექნიკას?

მოწმე: მსგავსი არაფერი არ დამინახავს, პირიქით ვხედავდი სამართალდამცავების მხრიდან ძალადობას.

14:09 5.8.2025

მოწმე ამბობს, რომ არ გაუგონია სამართალდამცველების მხრიდან დაშლის მოწოდებები. „პირიქით მშვიდობიანი აქციის დარბევა დაიწყეს", - პასუხობს მოწმე პროკურორს.

14:13 5.8.2025

დაცვის მხარე აზუსტებს პროკურორის კითხვას. ადვოკატმა აუხსნა მოწმეს, თუ გაუგია სპეციალური მანქანებიდან გამაფრთხილებელი ტექსტები.

ამაზე მოწმემ უპასუხა: მანქანების მხრიდან რა თქმა უნდა გამიგია ხმა.

14:15 5.8.2025

მოწმის დაკითხვა დასრულდა.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG