Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

11 დემონსტრანტის საქმე - ლაივბლოგი (05/08/2025)

დღეიდან ჯგუფური ძალადობის იმ საქმეზე, სადაც 11 დემონსტრანტია ბრალდებული, დაცვია მხარე იწყებს მტკიცებულებების გამოკვლევას. დაიკითხებიან ანდრო ჭიჭინაძის მოწმეები.

16:16 5.8.2025

პროკურორი ვაჟა თოდუა ამბობს, რომ ვიდეოდან არ დასტურდება, რომ მეტროს თანამშრომელი ნამდვილად რევაზ კიკნაძეზე საუბრობს.

16:16 5.8.2025

გუჯა ავსაჯანიშვილმა ვერ ჩართო დისკზე ჩაწერილი ფაილი, ტექნიკური პრობლემის გამო. რამდენიმეწუთიანი მცდელობების შემდეგ თქვა, რომ ფალი განცხადების დანართია, რომელიც წინასაამართლო სხდომის მოსამართლეს აქვს ნანახი.

„მტკიცებითი ძალა რევაზ კიკნაძის ქმედებითვის არ აქვს და აღარ შევჩერდებიო".

16:19 5.8.2025

ვიდეომტკიცებულება აქვს გამოსაკვლევი ანდრო ჭიჭინაძის ადოკატს, თორნიკე მიგინეიშვილს. მას ჯერ აინტერესებს, რას აპირებს პროკურატურა, ხომ არ გახდის დაცვიხ მტკიცებულებებს უდავოდ და ამის შემდეგ გადაწყვეტს, მოიყვანოს თუ არა მოწმე და ჩართოს თუ არა ვიდეო.

შესაბამისად დღევანდელი სხდომა დასრულდა, მომდევნო სხდომა 2025 წლის 6 აგვისტოს 15:00-ზე ჩატარდება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG