Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

25 ივლისის შემდეგ სათათბიროდ გასული რომეო ტყეშელაშვილი გიორგი ახობაძის საქმეზე განაჩენს დღეს, 16:00-ზე გამოაცხადებს.

ექიმ ახობაძეს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას ედავებიან, მას 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. ახობაძე ამბობს, რომ მას ნარკოტიკი ჩაუდეს, მიზეზი მისი თქმით, "„რუსული რეჟიმის“ მსახური, მხდალი, შეშინებული ადამიანების რევანშია"

16:01 6.8.2025

16:00 - უკვე ოთხი საათია, განაჩენის გამოცხადების წინასწარ დაანონსებული დრო. სხდომათა დარბაზში ჯერ არ ჩამოსულა სხდომის მდივანი.

16:08 6.8.2025

16:05 - მოსამართლე ისევ არ ჩანს. არც სხდომის მდივანი… ლოდინის დრო მხარეებზე განსაკუთრებულად მოქმედებს, მათი სხეულის ენა ბევრს ამბობს ნერვიულობის ხარისხზე.

16:08 6.8.2025

ლაშა ცუცქირიძე განუწყვეტლივ ფეხს აქანავებს, მარიამი - მეტალის ნივთს აგონებს. პროკურორი, შმაგი გობეჯიშვიკი შავ სკამზეა მიყრდნობილი და ხელები აქვს გადაჯვარედინებული.

16:13 6.8.2025

16:11 - მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილი, რომელიც სასამართლოზე ყოველთვის წესრიგის ასკეტურად მოყვარულის შთაბეჭდილებას ტოვებს, იგვიანებს.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG