15:52 - სხდომათა დარბაზში დამსწრეები შეგვიშვეს. ყველა მსურველი, მათ შორის ოჯახის ახლობლები ვერ შემოდიან. განაჩენს რომეო ტყეშელაშვილი მეშვიდე დარბაზში გამოაცხადებს. დარბაზი პატარაა. მანდატურის სამსახურის უფროსის თქმით, 25 ადამიანს შეუშვებენ.
კარი დაიკეტა და 25 ადამიანი დარბაზში მაინც არ ზის. დამსწრეები ითხოვენ შემოუშვან სხვებიც. უშედეგოდ, მანდატურები კარს არ აღებენ.
15:54 - “ორი ბიძაშვილი დარჩა გარეთ… “ბოლო პროცესია”… “ყველამ ადამიანობა ერთდროულად დაკარგა” - ეს ფრაზები ისმის სხდომათა დარბაზში.
15:56 - სხდომათა დარბაზშია პროკურორი, შმაგი გობეჯიშვილიც. ის აწარმოებდა სასამართლოში საქმეს გიორგი ახობაძის წინააღმდეგ.
15:58 - სხდომათა დარბაზში სამი მანდატური დგას - ერთი კართან, მეორე და მესამე დარბაზის მარჯვენა და მარცხენა კუთხეში. დერეფანში კარს ორი მათგანი ეფარება. მათ მიღმა სხდომაგა დარბაზში მჯდომებს ხმამაღალი საუბარი გვესმის. ათობით გულშემატკივარია მოსული.
ფორუმი