მოწმის დაკითხვა დასრულდა - 5 წუთია კამათია შესვენება-არშესვენებაზე. გაურკვეველია ვის რა პოზიცია აქვს. საბოლოოდ, ნახევარსაათიანი შესვენება გამოცხადდა
„ნიკოლოზ ჯავახიშვილს მივაქციე ყურადღება იმიტომ, რომ ცალ მხარეს დროშა ჰქონდა მოფარებული, ცალ მხარეს კუბოკრული პლედი, ასე ქუჩაში არავინ დადის. ასე მიიქცია ყურადღება, ვიფიქრე, რომ კარგი კადრი იქნებოდა", - ამბობს ადოკატ გუჯა ავსაჯანიშვილის მოწმე.
ბოლო რამდენიმე წუთია პროკურორი, ვახტანგ ცალუღელაშვილი სხვადასხვა სიტყვებით ეკითხება მოწმეს - რა მიმართულებით უჭირავს ვიდეოზე ნიკოლოზ ჯავახიშვილს ფეიერვერკი.
მოწმის თქმით, უკვე ბევრჯერ გაიმეორა, რომ დაინახა „ფეიერვერკი ცაში აფეთქდა". ის ფიქრობს, რომ პროკურატურა არ ენდობა მის მონაყოლს, რაც შეურაცხმყოფელია.
„რა მიმართულებით ისროდნენ ნივთებს იქით ხომ არა სადაც პოლიციელები იდგნენ?", - კითხულობს პროკურორი.
მოწმე ამბობს, რომ არ დაკვირვებია ყველას მიმართულებას, „ზოგიერი ისროდა კი"
ფორუმი