ადვოკატი, დავით ჭიკაიძე დაინტერესდა ზვიად ცეცხლაძის სახლის განლაგებით. მოწმემ დეტალურად აღწერა შიდა სივრცე და თქვა, რომ სივრცეები არ არის გამიჯნული. „შუაში კარია, რომელიც იღება და გამჭვირვალე შუშაა და ყველაფერი ჩანს".
მოწმის თქმით, პოლიციელები არ გაეცნენ ზვიად ცეცხლაძეს, არ წარუდგინეს დაკავების შესახებ განჩინება, სიტყვიერად უთხრეს და წაიყვანეს.
„ამ შემთხვევაში არ იყო, ბატონო ზვიად უნდა წამოგვყვეთ, ან უნდა დაგკითხოთ, ხელი მოკიდეს და წაიყვანეს, ზვიადს წინააღმდეგობა არ გაუწევია და ვერ ვიტყვი, რომ ცემა-ტყეპით წაიყვანეს", - ჰყვება მოწმე ანა პეტროსიანი.
ის კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ იმ დროს, როცა ზვიადი დააკავეს, მას ხელში მისი ტელეფონი ეჭირა, რომელიც გამოგლიჯეს და წაიღეს. ანა პეტროსიანმა ტელეფონს ძებნის ფუნქცია ჩაურთო და მის გადაადგილებას დააკვირდა. ბოლოს მისი ტელეფონი ზვიად ცეცხლაძის სახლში ჩაირთო.
დავით ჭიკაიძე სვამს კითხვას, „რა არის მოლოტოვის კოქტეილი?“. პროკურორი აცილებას ითხოვს არგუმენტით, რომ მიმანიშნებელი კითხვაა. ეღიმება მოსამართლეს.
ანა პეტროსიანი პასუხობს, რომ მას საერთოდ არ უნახავს მოლოტოვის კოქტეილი. დამაზუსტებელ კითხვაზე, უნახავს თუ არა მოლოტოვის კოქტეილი ზვიად ცეცხლაძის სახლში, მოწმე ამბობს, რომ „არა“.
ფორუმი