იწყება ნიკოლოზ ჯავახიშვილის ადვოკატის, გუჯა ავსაჯანიშვილის მოწმის, დავით კაკალაშვილის დაკითხვა
მოწმე ამბობს, რომ ბრალდებულებს არ იცნობს და „არასდროს მათთან შემხებლობა არ ჰქონია".
ადვოკატი გუჯა ავსაჯანიშვილი აქვეყნებს[სასამართლო ტერმინი] მოწმის ჩვენებას, სადაც ის წერს, რომ 28 ნოემბერს იღებდა კადრებს რუსთაველის გამზირზე და იქ ყურადღება მიიქცია ბიჭმა, რომელსაც დროშა ჰქონდა შემოხვეული. ამავე ჩვენებაში წერია, რომ „შემდეგ ნახა ვიდეო სოციალურ ქსელში, სადაც იგივე პირი იყო ასახული".
მოწმე ჩვენებაში ამბობს, რომ დროშაშემოხვეულ ბიჭს არავისთვის უსვრია და არავინ დაუზიანებია. დავით კაკალაშვილი ადასტურებს იმას, რაც ადვოკატმა წაიკითხა.
მოწმე იწყებს მოყოლას: „28 ნოემბერს ვიყავი აქციაზე, 29 ნოემბერი იწყებოდა, როცა რუსთაველის თეატრის მიმდებარედ დავინახე ფაქტი, როცა ნიკოლოზ ჯავახიშვილი [შემდეგში გავიგე] მოდიოდა ხალხის მასაში, ხელში ეკავა ფეიერვერკი, რომელიც იყო ზემოთ მიმართული და იყო ჰაერში გასროლილი, სიმაღლის ზუსტად განსაზღვრა არ შემიძლია, ადიოდა და სკდებოდა ჰაერში. ნიკოლოზ ჯავახიშვილს ვუყურებდი თავიდნა ბოლომდე უწყვეტად, სხვა არ დამინახავს".
მოწმე ამბობს, რომ დარბაზში ხედავს ნიკოლოზ ჯავახიშვილს. ის უთითებს ბრალდებულზე.
მოწმე ამბობს, რომ რუსთაველის თეატრთან იდგა. მისი ადგილმდებარეობის დასადასტურებლად გუჯა ავსაჯანიშვილი ვიდეოს ჩართვას ითხოვს. ამის უფლება ეძლევა. მიაქვს თავისი ლეპტოპი მოწმესთან, რომელზეც ვიდეოა ჩართული - 24-წამიანი ვიდეომტკიცებულება, რომელიც პროკურატურამ ჩადო საქმეში.
გუჯა ავსაჯანიშვილი ეკითხება, ეს იყო თუ არა ვიდეო, რომელიც სოციალურ ქსელში ნახა მოგვიანებით. მოწმე ადასტურებს და ადოკატის თხოვნით უთითებს ვიდეოში დროშაშემოხვეულ აქციის მონაწილეზე, რომელიც მისი თქმით, ნიკოლოზ ჯავახიშვილია.
ფორუმი