Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
ნინო დათაშვილის სასამართლოს სხდომა - ლაივბლოგი
ნინო დათაშვილის სასამართლოს სხდომა - ლაივბლოგი

ნინო დათაშვილის საქმე - ლაივბლოგი (07/08/2025)

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნინო დათაშვილის წინასასამართლო სხდომა იმართება. რამდენიმე დღის წინ, მოსამართლემ განჩინება გამოსცა დათაშვილისთვის არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების შესახებ, რასაც დაკავებულის, ადვოკატებისა და საზოგადოების პროტესტი მოჰყვა.

14:04 7.8.2025

13:40 ადვოკატი თამარ გაბოძე: "ყოვლად დაუშვებელია, რომ ამ საქმეს გაეკაროს პროკურორი მედეა ცირამუა. ვითხოვ, შესწავლილი იყოს პროკურორის ქცევის კანონიერება, როდესაც მან ყალბი დოკუმენტების საფუძველზე მოითხოვა, რომ ნინო დათაშვილი გადაეყვანათ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში".

13:51 7.8.2025

13:27 ნინო დათაშვილი: “ვეთანხმები ადვოკატების მოთხოვნას, როდესაც აქ მოვდივარ, ყოველ ჯერზე მიწევს იმ ადამიანებთან შეხვედრა, რომლებმაც ჩემზე იძალადეს. ჩემთვის ძალიან მძიმეა მოძალადეების ხილვა ყოველ ჯერზე”.

მოსამართლე: “არის ამ დარბაზში ისეთი მანდატური, რომელმაც თქვენზე იძალადა?”

დათაშვილი: “დიახ”

მოსამარლე: “გთხოვთ, დატოვოთ დარბაზი იმ მანდატურებმა, რომლებიც ამ საქმეში ფიგურირებენ, არიან აქ ასეთები?”

ნინო დათაშვილი და დარბაზი: “კი, არის”. და უთითებენ მანდატურის სამსახურის უფროსზე, დავით მატიაშვილზე, რომელიც კარში დგას.

დავით მატიშვილი დარბაზიდან გასვლაზე თავდაპირველად უარს ამბობს და ამტკიცებს, რომ მას ნინო დათაშვილზე არ უძალადია. დარბაზი ხმაურობს - “გაჩვენებთ კადრებს”.

მოსამართლე მას კვლავ სთხოვს, დატოვოს დარბაზი.

მანდატურის სამსახურის უფროსი ხალხის შეძახილის ფონზე ტოვებს დარბაზს: “კი ბატონო, დავტოვებ”.

13:51 7.8.2025

13:22 დაცვის მხარე წარადგენს მთლიანად, სასამართლოსა და პროკურორის აცილებას. თამარ გაბოძე შუამდგომლობას აყენებს. მისი თქმით, ეს შუამდგომლობა ეხება საქმის სამართლიან განხილვის უზრუნველყოფას, რადგან რაკი დაზარალებული და მოწმეები თბილისის საქალაქო სასამართოს თანამშრომლები (მანდატურები) არიან, საქმის განხილვის ობიექტურობა შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს: “ვერცერთი მოსამართლე ვერ დააკმაყოფილებას ამ სასამართლოში ვერ იქნება ობიექტური, რადგან ბრალდების ყველა მოწმე სასამართლოს თანამშრომელია. ვაყენებ თქვენი აცილებისა და სხვა მოსამართლეების აცილების შუამდგომლობას”.

13:24 7.8.2025

13:19 ნინო დათაშვილი ფეხზე დგას.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG