მოსამართლე ნინო დათაშვილს აცნობს ბრალს (საჯარო მოხელეზე, მანდატურზე თავდასხმა) და ეკითხება:
- ცნობს თუ არა თავს წარდგენილ ბრალში დამნაშავედ?
- არ ვცნობ თავს დამნაშავედ, თავს ვცნობ დაზარლებულად.
ნინო დათაშვილი პასუხობს მოსამართლის კითხვას, დაკავებისას ხომ არ ჰქონდა ადგილი მის მიმართ არასათანადო მოპყრობას, წამებას, ძალადობას.
ნინო აღწერს იმ მომენტს, როდესაც დაკავების შემდეგ, იზოლატორში გადაყვანისას მას ვიდეოს უღებდნენ:
"შოუს დგამდგნენ ჩემი მონაწილეობით იზოლატორში რომ გადავყავდი, აბა ასე გაიარე, აბა ისე გამოიარე. ასე გამოიხედე კამერაში, ვეუბნებოდი, რომ არ მინდოდა ამ აბსურდში მონაწილეობა, არაო, ეს კი არ გამოქვეყნდება, არქივში შეინახებაო.
გამომძიებელი და ოპერტატორი მელაპარაკებოდნენ, გავხდი ცუდად, თავბრუ დამეხვა, გული ამიჩქარდა, გრძელდებოდა ჩემზე ზეწოლა, რომ კარგი კადრები უნდოდათ თუ არ ვიცი...
მექცეოდნენ არა როგორც ადამიანს, არამედ როგორც ნივთს და ამას ნამდვილად აღვიქვამ დამამცირებელ, ღირსების შემლახავ ქმედებას.
ამაზე სამჯერ მივმართეთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და პროკურტურას და რეაქცია ნული".
ნინო დათაშვილის ადვოკატების მოთხოვნით სხდომაზე მცირეხნიანი შესვენება გამოცხადდა.
ნინო დათაშვილი ისევ ფეხზე დგას. მოსამართლე მას მიმართავს:
- ქალბატონო ნინო, რომ დაბრძანდეთ?
- არა, გმადლობთ, საბრალდებო სკამზე არ დავჯდები, რადგან თავს არ ვცნობ დამნაშავედ.
- აი, ეს სკამი რომ შემოგიტანოთ? - მიუთითებს მოსამართლე სხვა სკამზე.
- არა გმადლობთ.
ფორუმი