დაცვის მხარე მოითხოვს ბრალდების მხარის რამდენიმე მტკიცებულების დაუშვებლად ცნობას, მათ შორის, დაზარალებულად ცნობილი მანდატურის, გიორგი შარიქაძის გამოკითხვის ოქმის დაუშვებლობას, რადგან ადვოკატ ელისო რუხაძის თქმით, ამ ოქმს ხელს არ აწერს გამომძიებელი, რაც დარღვევას წარმოადგენს, არ აქვს იურიდიული ძალა: "ისიც კი არ დგინდება, საიდან მოიტანა პროკურატურამ ეს სადაო დოკუმენტი, ვინ გამოკითხა ის გამომძიებელმა, თანამშრომელმა თუ ვინ", - ამბობს თამარ გაბოძე, ნინო დათაშვილის ადვოკატი
ნინო დათაშვილი დარბაზში შეკრებილებს, საბრალდებო შუშის კაბინიდან აჩვენებს ფურცლებს, სადაც წერია: "თავისუფლება მზიას", "სილა რეჟიმს", "ყველა მიყვარხართ".
დაცვის მხარე წარადგენს მტკიცებულებების ნუსხას - ნინო დათაშვილის გამოკითხვის ოქმი, წერილები პენიტენციურ სამსახურს, საქალაქოსა და სააპელაციო სასამართლოების საჩივრები და განჩინებები, წერილი 112-ს, წერილი შსს-ს ნინო დათაშვილის მიმართ ჩადენილ დარღვევებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების მოთხოვნით, წერილი სახალხო დამცველს, მოწმეების გამოკითხვის ოქმები, ნინო დათაშვილის დახასიათებები სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლიდან და სკოლა-ლიცეუმიდან, ინფორმაცია ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, წერილი სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს, ვიდეო-დისკები და სხვა. ადვოკატები ითხოვენ ამ მტკიცებულებების საქმეზე დართვას.
პროკურატურა ჩამოთვლის იმ მტკიცებულებების ნუსხას, რომელიც საქმეში დევს, მათ შორის, დაზარალებულის, მოწმეების გამოკითხვის ოქმები, ვიდეო კადრები, ადვოკატების ორდერები და სხვა და ითხოვს მტკიცებულებების დასაშვებად ცნობას.
ფორუმი