13:12 დარბაზში შეგვიშვეს ჟურნალისტები, ნინო დათაშვილის ოჯახის წევრები, საელჩოების წარმომადგენლები. ნინო დათაშვილის სამი ადვოკატი, თამარ გაბოძე, ელისო რუხაძე და თამარ ზარქუა ადგილზე არიან.
13:16 ნინო დათაშვილი ბადრაგებმა დარბაზში შემოიყვანეს. დამსწრეები ტაშით შეხვდნენ. ნინო იღიმის და ხელებით გულის სიმბოლოს აჩვენებს დარბაზში შეკრებილებს. ის ადვოკატებს ელაპარაკება.
13:19 ნინო დათაშვილი ფეხზე დგას.
13:22 დაცვის მხარე წარადგენს მთლიანად, სასამართლოსა და პროკურორის აცილებას. თამარ გაბოძე შუამდგომლობას აყენებს. მისი თქმით, ეს შუამდგომლობა ეხება საქმის სამართლიან განხილვის უზრუნველყოფას, რადგან რაკი დაზარალებული და მოწმეები თბილისის საქალაქო სასამართოს თანამშრომლები (მანდატურები) არიან, საქმის განხილვის ობიექტურობა შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს: “ვერცერთი მოსამართლე ვერ დააკმაყოფილებას ამ სასამართლოში ვერ იქნება ობიექტური, რადგან ბრალდების ყველა მოწმე სასამართლოს თანამშრომელია. ვაყენებ თქვენი აცილებისა და სხვა მოსამართლეების აცილების შუამდგომლობას”.
ფორუმი