13:27 ნინო დათაშვილი: “ვეთანხმები ადვოკატების მოთხოვნას, როდესაც აქ მოვდივარ, ყოველ ჯერზე მიწევს იმ ადამიანებთან შეხვედრა, რომლებმაც ჩემზე იძალადეს. ჩემთვის ძალიან მძიმეა მოძალადეების ხილვა ყოველ ჯერზე”.
მოსამართლე: “არის ამ დარბაზში ისეთი მანდატური, რომელმაც თქვენზე იძალადა?”
დათაშვილი: “დიახ”
მოსამარლე: “გთხოვთ, დატოვოთ დარბაზი იმ მანდატურებმა, რომლებიც ამ საქმეში ფიგურირებენ, არიან აქ ასეთები?”
ნინო დათაშვილი და დარბაზი: “კი, არის”. და უთითებენ მანდატურის სამსახურის უფროსზე, დავით მატიაშვილზე, რომელიც კარში დგას.
დავით მატიშვილი დარბაზიდან გასვლაზე თავდაპირველად უარს ამბობს და ამტკიცებს, რომ მას ნინო დათაშვილზე არ უძალადია. დარბაზი ხმაურობს - “გაჩვენებთ კადრებს”.
მოსამართლე მას კვლავ სთხოვს, დატოვოს დარბაზი.
მანდატურის სამსახურის უფროსი ხალხის შეძახილის ფონზე ტოვებს დარბაზს: “კი ბატონო, დავტოვებ”.
13:40 ადვოკატი თამარ გაბოძე: "ყოვლად დაუშვებელია, რომ ამ საქმეს გაეკაროს პროკურორი მედეა ცირამუა. ვითხოვ, შესწავლილი იყოს პროკურორის ქცევის კანონიერება, როდესაც მან ყალბი დოკუმენტების საფუძველზე მოითხოვა, რომ ნინო დათაშვილი გადაეყვანათ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში".
13:50 ნინო დათაშვილი ფსიქიატრილი ექსპერტიზის ჩატარების შესახებ: "მოსამართლის ეს განჩინება როდესაც მომიტანეს, არ ვიცი, ეს ჩემთვის არის სამარცხვინო ფურცელი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. ეს არის რეპრესია, ჩემს მიმართ, ადვოკატების მიმართ, რადგან ადვოკატებზე აწარმოეს პროპაგანდა, რომ შენმა ადვოკატებმა მოითხოვეს ფსიქიატრიული ექსპერტიზაო, დღეს ასე მითხრეს პენიტერნციურ დაწესებულებაში.
პროკურატურას ეკითხა ჩემთვს, იქნებ მინდოდა მე ექსპერტიზა, ციხეში კვირაში ორჯერ ვბანაობ და იქ ყოველ დღეა ბანაობაო, და იქნებ მინდოდა ბანაობა.
მინიმუმ არაკომპეტენტურობა, დაგუგვლა შეიძლება, რა არის ემოიცური ლაბილობა.
მკურნალი ექიმები და ნეიროქირურგები ფსიქიატრიულ დიაგნოზს არ სვავენ. რა თქმა უნდა, არანაირი ფსიქიკური დიაგნოზი არ მაქვს, მაგრამ იცით თქვენ რა ქენით? საბჭოთა კოშმარი გაუცოცხლეთ ხალხს, გააძლიერთ სტიგმა, ძალიან ბევრ ადამიანს არ მიუწვდება ხელი ფსიქიატრიაზე და ფსიქოთერაპიაზდე, ძალიან ბევრ ადამიანს სჭირდება ეს და ეუბნებიან, რომ ადგილი არ გვაქვს. ძალიან ბევრი მოსწავლე გადამიმისამართებია ფსიქიატრთან, რადგან მას სჭირდებოდა ეს. არანაირი პრობლემა არ მაქვს ფსიქიატრიასთან მე. ისედაც ჩვენთან არის სტერეოტიპები ფსიქიატრიის მიმართ და არ მინდოდა ამის ხელშემწყობი ვყოფილიყავი
ჩემმა ადვოკატებმა იმიტომ წარადგინეს ჩემი 2019 წლის ფორმა ასი, რომ ჩვენ ჩემი დიაგნოზის (ხერხემლის პრობლემის) ფრიალი გვინდოდა, ეს განსაკუთრებული პერსონალური მონაცემია და იძულებული გაგვხადა პროკურატურამ, რომ ამაზე გველაპარაკა.
მხოლოდ იმირომ ამოვიღეთ ხმა, რომ ეს არ გამხადიყო პრეცედენტული საქმე".
13:59 პროკურორი: "დაცვის მხარის შუამდგლომლობები სასამართლოსა და პროკურორის აცილებასთან დაკავშირებით არ უნდა დაკმაყოფილდეს. მხოლოდ იმის გამო, რომ დაზარალებული და მოწმეები სასამართლოს თანამშრომლები არიან და ვერ იქნება სასამართლო ობიექტური, არ არის სწორი".
ფორუმი