პროკურორი მედეა ცირამუა ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ:
"პირველ რიგში, ისრების გადმოტანა ბრალდების მხარეზე დაუსაბუთებელი მგონია, რაც ბრალდების მხარეს არც ერთ ეტაპზე არ გაუმჟღავნებია სხვა პირიის პერსონალური ინფორმაცია, ეს ინფორმაცია გაჟღერდა დაცვის მხარის მხრიდან. მათ შორის, მიუხედავად იმისა, რომ პირველ სდხდომაზე ეს დოკუმენტაცია გადმოგვეცა, არც შევხებივართ ამ საკითხს, რადგან ეს იყო პირადი ინფორმაცია,
ამდენად, ბრალდების მხარეს ეს ინფორმაცია არცერთ ეტაპზე არ გაუმჟღავნებია. მხოლოდ მას შემდეგ შევეხეთ ამ ინფორმაციას, რაც დეზინფორმაციის სახით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს იყო დისკრედიტაციის გამო მიღებული გადაწყვეტილება.
დაცვის მხარემ თავად წარმოადგინა და გააჟღერა ინფორმაცია ფსიქოემოციური ლაბილობის შესახებ.
აქედან გამომდინარე, სამწუხაროა, რომ პირად ინფორმაციაზე შემხებლობა გიწევს, პირიქით, მხოლოდ სწორი ინფორმაციის გაჟღერებას ვცდილობდით.
რაც შეეხება სტიგმატიზებას, ამის მიზანი და სურვილი არავის ჰქონია. ესეც უტრირებულია. როდესაც ასეთი სახის დოკუმენტიაა წარმოდგენილი, ყველა სისხლის სამართლის საქმეში ინიშნება ასეთი ექსპერტიზა. შეგიძლია მოიძიოთ ასეულობით ასეთი საქმე. აქედან გამომდინარე, ეს არ არის სტიგმატიზება.
ამ ექსპერტიზის ჩატარება არის აუცილებელი, რომ სასამართლომ მიიღოს შემაჯამებელი დასკვნა, სწორედ ამიტომ იქნა დანიშნული ექსპერტიზა. არცერთ შემთხვევაშო ეს წამებას არ ემსახურება და არ არის სადამსჯელო ღონისძიება".
ადვოკატი თამარ გაბოძე:
"გუშინ ჩუმად შეაპარეს ნინოსთან სამხარაულის ექსპერტები... ჩაიდინეს სამსახურებრივი სიყალბე და ერთი მხრივ, განჩინებაში ეწერა, რომ ნინოს უნდა ჩასტარებოდა სტაციონარული ექსპერტიზა და მეორე მხრივ, ჩაატარეს ამბულატორიული ექსპერტიზა. შეიყვანეს შეცდომაში სამხარაულის ბიუროც, თითქოს ამბულატორიული ექსპერტიზა იყო დანიშნული, მოტყუებით ჩაუტარეს მათ ნინოს გასაუბრება, რატომ ჩაუტარეთ ამბულატორიული ექსპერტია, თუ თვლით, რომ სტაციონარლუი იყო საჭირო? თუ თქვენ თვლით, რომ აუცილებელი იყო ნინოს სტაციონარში მოთავსება, რატომ შეაპარეთ ექსპერტები?
უპასუხეთ საზოგადოებას. ამის გამოსწორებას ცდილობენ ახლა.
შეარბენინეს ექსპერტი დავით მაღრაძე გუშინ და მალულად ჩაატარეს გასაუბრება. სწორედ ამიტომ დაუშვებელია, რომ პროკურორი მედეა ცირამუა დღე ნინო დათაშვილის სხდომაზე იჯდეს".
ნინო დათაშვილი:
"მე ბარგი ჩალაგებული მქონდა... გუშინ შემოვიდნენ ექსპერტები, ვთხოვე, რომ დავრეკავდი ადვოკატებთან, არ არის საჭიროო. ვერ გავიგე რა ხდება ჩემს თავს, არ მაქვს საკუთარი უფლებები? პროკურორებმა ამიხსენით, მაქვს თუ არა უფლებები, როგორც პატიმარს".
მოსამართლე ლელა კალიჩენკო მსჯელობს სასამართლოსა და პროკურორის აცილების შუამდგომლობაზე.
ფორუმი