Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
ანტონ ჩეჩინი და პროკურორი შმაგი გობეჯიშვილი
ანტონ ჩეჩინი და პროკურორი შმაგი გობეჯიშვილი

ანტონ ჩეჩინის საქმე - ლაივბლოგი (08/08/2025)

ანტონ ჩეჩინის საქმე დასკვნითი სიტყვების ეტაპზე გადავიდა. მას დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა-შენახვა ედება ბრალად. გიორგი ახობაძის საქმის მსგავსად არც აქ არსებობს ჩხრეკისა და ამოღების ამსახველი ვიდეოკადრები. დასკვნით სიტყვას პროკურორი, შმაგი გობეჯიშვილი წარმოთქვამს.

13:50 8.8.2025

სხდომა დასრულდა. მომდევნო პროცესი 25 აგვისტოს 11 საათზე გაიმართება. დასკვნით სიტყვას იტყვის ადვოკატი.

13:46 8.8.2025

პროკურორის დასკვნითი სიტყვის დასრულების შემდეგ, გადაისინჯა ანტონ ჩეჩინის აღკვეთის ღონისძიება. მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ ანტონ ჩეჩინი პატიმრობაში დატოვა.

13:26 8.8.2025

პროკურორი ასრულებს დასკვნით სიტყვას. მისი თქმით, ყველა მტკიცებულებების განხილვის შედეგად დასტურდება ანტონ ჩეჩინის წაყენებული ბრალი. მისი თქმით, „მართალია, შეძენის გარემოება არაა ცნობილი, მაგრამ შენახვა ყველა ვარიანტში დასტურდება".

13:17 8.8.2025

პროკურორის თქმით, ბრალდების მოწმეებმა სრულყოფილად უპასუხეს ორივე მხარის მიერ დასმულ კითხვებს. თუმცა, დაცვის მხარის მოწმეების ჩვენებები არ იყო შესაბამისობაში და ეწინააღმდეგებოდა სხვა ჩვენებებს.

შმაგი გობეჯიშვილის თქმით, ანტონ ჩეჩინმა თავის ჩვენებაში თქვა, რომ მის დაკავებას რამდენიმე მეზობელი შეესწრო, ეს კი დაცვის მხარის სხვა მოწმეების მიერ არ იყო დადასტურებული.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG