შმაგი გობეჯიშვილის თქმით, თარჯიმანი ტაბატაძე გამოცდილი ბიუროდანაა და ხშირად ემსახურება შსს-ს დეპარტამენტებს, მათ შორის კრიმინალურ პოლიციას.
„მისთვის უცნობი იყო თავიდან სხვა ღონისძიებაზე გამოიძახეს თუ ამ ღონისძიებაზე, შეიძლება შემდეგ გადართეს, ინფორმაცია მიიღო უფროსისგან. ის მივიდა კრიმინალურ პოლიციაში შეხვდა გამომძიებელს და გაემართნენ ანტონ ჩეჩინის სახლისკენ", - ამბობს შმაგი გობეჯიშვილი თარჯიმანზე, რომელიც ამ საქმეში პროკურატურისთვის ე.წ. ნეიტრალური მოწმეა.
ახლა შმაგი გობეჯიშვილი თარჯიმანის ჩვენებას აპერიფრაზებს, რომ ისინი მივიდნენ ანტონ ჩეჩინის სახლთან 10 საათისთვის, რომ პოლიციელებმა უთხრეს ჩეჩინს, რატომ იყვნენ მისულები და რა საგამოძიებო მოქმედებებს გეგმავდნენ.
პროკურორის თქმით, თარჯიმანიც ადასტურებს ანტონ ჩეჩინის მხრიდან წინააღდეგობის გაწევას. თარჯიმნის ჩვენების მოხმობით ბრალდებით მხარე ამყარებს იმ ინფორმაციის სიზუსტეს, რაც პოლიციელებმა სასამართლოს მიაწოდეს.
განაგრძობს ანტონ ჩეჩინის განყოფილებაში ჩხრეკის აღწერას. მისი თქმით ჩხრეკა მიმდინარეობდა ანტონ ჩეჩინის წინააღმდეგობის გაწევის ფონზე. პროკურორი ასევე ამბობს, რომ განსხვავებით რაც ანტონ ჩეჩინმა თქვა წინა სხდომაზე, რომ პოლიციელების ვინაობა მას შემდეგ გაარკვია რაც მანქანაში ჩასვევ, სინამდვილეში, მისი თქმით, იმ ადამიანებმა ვინც ბრალდებული მანქანაში ჩასვევს ქუჩაშივე მოახსენეს ვინ იყვნენ და რატომ აკავებდნენ.
პროკურორი აღწერს ანტონ ჩეჩინის ქურთუკიდან ამოღებულ ნარკოტიკს. მისი თქმით პაკეტი იყო 7,5 გრამის და შიგნით თეთრი ფხვნილი იყო მოთავსებული.
პროკურორი კითხულობს გამოძიების დასკვნას, სადაც წერია რომ ნივთზე აღმოჩნდა ანტონ ჩეჩინის დნმ-ის კვალი.
პროკურორის თქმით, ბრალდების მოწმეებმა სრულყოფილად უპასუხეს ორივე მხარის მიერ დასმულ კითხვებს. თუმცა, დაცვის მხარის მოწმეების ჩვენებები არ იყო შესაბამისობაში და ეწინააღმდეგებოდა სხვა ჩვენებებს.
შმაგი გობეჯიშვილის თქმით, ანტონ ჩეჩინმა თავის ჩვენებაში თქვა, რომ მის დაკავებას რამდენიმე მეზობელი შეესწრო, ეს კი დაცვის მხარის სხვა მოწმეების მიერ არ იყო დადასტურებული.
ფორუმი