ნინო გალუსტაშვილი ბრუნდება სხდომათა დარბაზში. მანდატურები დარბაზის მარჯვენა და მარცხენა კუთხეებში განლაგდნენ.
მოსამართლე, ნინო გალუსტაშვილმა თემურ ზასოხაშვილი და დავით ლომიძე დამნაშავედ ცნო და განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 6 თვის ვადით.
„თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ შეწყალება", - ამ ფრაზით დაასრულა სხდომა გალუსტაშვილმა.
დარბაზიდან მხარდამჭერი შეძახილებია. „ყველაფერი კარგად იქნება იმაზე კარგად, ვიდრე გალუსტაშვილს ჰგონია"
განაჩენის გამოცხადების დღეს თემურ ზასოხაშვილს დაბადების დღე ჰქონდა.
ფორუმი