Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
ლაიბლოგი რვა დემონსტრანტის საქმის განხილვიდან
ლაიბლოგი რვა დემონსტრანტის საქმის განხილვიდან

რვა დემონსტრანტის საქმე - ლაივბლოგი (08/08/2025)

გრძელდება დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა ჯგუფური ძალადობის საქმეზე, სადაც 8 დემონსტრანტია ბრალდებული. სხდომას სასამართლოს დარბაზიდან აშუქებს ჟურნალისტი მარიამ ნოზაძე.

13:46 8.8.2025

13:43 - მოსამართლე დარბაზში გიორგი გორგაძის ახლობლის შემოსვლას ელოდებოდა. მისი შემოსვლისთანავე სხდომა დაიწყო. გარდა გუჯა ავსაჯანიშვილისა, დღევანდელ სხდომას ნინო ლომინაძეც არ ესწრება. გუჯა ავსაჯანიშვილი დღევანდელ სხდომას დისტანციურად დაესწრება.

13:55 8.8.2025

ზვიად ცეცხლაძის ადვოკატი, დავით ჭიკაიძე, განაგრძობს წინა სხდომაზე დაწყებულ წერილობით მტკიცებულებების გამოკვლევას.

13:57 8.8.2025

13:56 - დავით ჭიკაიძემ დაასრულა წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევა.

14:05 8.8.2025

მოსამართლე, თამარ მჭედლიშვილი, გუჯა ავსაჯანიშვილს მის მოწმეებთან დაკავშირებით ესაუბრება. ადვოკატს 4 მოწმე დარჩა წარსადგენი და მოსამართლის თხოვნით 4 ივეს 13 რიცხვში წარმოადგენს.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG