Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
ლაიბლოგი რვა დემონსტრანტის საქმის განხილვიდან
ლაიბლოგი რვა დემონსტრანტის საქმის განხილვიდან

რვა დემონსტრანტის საქმე - ლაივბლოგი (08/08/2025)

გრძელდება დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა ჯგუფური ძალადობის საქმეზე, სადაც 8 დემონსტრანტია ბრალდებული. სხდომას სასამართლოს დარბაზიდან აშუქებს ჟურნალისტი მარიამ ნოზაძე.

14:07 8.8.2025

დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების წარმოდგენა და განხილვა დასრულდა. დარჩა მხოლოდ ელგუჯა ავსაჯანიშვილის 4 მოწმის დაკითხვა. დღევანდელ სხდომაზე ადვოკატები იმსჯელებენ აღმკვეთი ღონისძიების საკითხზე.

14:08 8.8.2025

მოსამართლემ ადვოკატებს კითხა თუ სურდათ ბრალდებულებს ჩვენებების მიცემა. ადვოკატების თქმით, შვიდ ბრალდებულს ჩვენების მიცემა არ სურს.

14:17 8.8.2025

დაიწყო აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვა. პროკურორი ვახტანგ ცალუღელაშვილი ასაბუთებს, რატომ უნდა დარჩეს რვავზე ბრალდებული პატიმრობაში და რატომ არ შეიძლება მათ შეეფარდოთ უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიება და ალტერნატიული საშუალებები. პროკურორების პოზიციით, არსებობს ორი საშიშროება - განმეორებითი დანაშაულის ჩადენა და მიმალვის საფრთხე. ამ არგუმენტების, პროკურატურა ბრალდებულების პატიმრობაში დატოვებას ითხოვს.

დარბაზიდან ხმა ისმის: „ამოწყდი". ვახტანგ ცალუღელაშვილი აუდიტორიისკენ ბრუნდება და თითს უქნევს: „ნუ, ნუ იწყევლები, არ შეიძლება"

14:19 8.8.2025

პროკურორებს ახლა ადვოკატები წარუდგენენ თავის არგუმენტებს, რატომ უნდა გათავისუფლდნენ პატიმრობიდან დაკავებული დემონსტრანტები. ვასილ კაძელაშვილის თქმით, არც მიმალვის საშიშროება არსებობს და არც განმეორებითი დანაშაულის ჩადენის, ის მოითხოვს ვასილ კაძელაშვილი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდეს და თანახმანი არიან ელექტრონული სამაჯურიც გაიკეთოს.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG