Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
თედო აბრამოვი
თედო აბრამოვი

თედო აბრამოვის საქმე - ლაივბლოგი (12/08/2025)

პროკურორი, ნუგზარ ჭიტაძე დასკვნით სიტყვას იტყვის. თედო აბრამოვის საქმეზე განაჩენი რამდენიმე სხდომაში გამოცხადდება. მას ნარკოტიკების შეძენა-შენახვას ედავებიან და 20 წლამდე პატიმრობა ან უვადო ემუქრება. ის პოლიციელებმა აქციაზე მიმავალი, სახლთან დააკავეს.

15:19 12.8.2025

ამჯერად პროკურორი ნარკოტიკულ საშუალებაზე დატანილ დნმ-ის კვალზე საუბრობს, რომელიც ექსპერტიზის შედეგის თანახმად, თედო აბრამოვს ეკუთვნის. ის ცდილობს გააბათილოს დაცვის მხარის კითხვები, რატომ არ ამოვიდა პაკეტზე თითის ანაბეჭდი.

მისი თქმით, თითის ანაბეჭდი ექსპერტიზის ჩატარებისას, მისი ჩატარების სპეციფიკის გამო, შეიძლება წაიშალოს, ამის დასადასტურებლად კი ბრალდების მხარის ექსპერტის მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია მოიხმო.

15:15 12.8.2025

პროკურორის თქმით, გამომძიებელ ირაკლი გახარიას ჩვენებით დგინდება, რომ დაიწყო გამოძიება ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე. გიორგი ქაჩლიშვილის ჩვენებით კი ირკვევა ჩხრეკისა და დაკავების გარემოებები.

პროკურორი ეყრდობა პოლიციელების ჩვენებებს და ამბობს, რომ მან პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწია. „ხან მშვიდდებოდა და ხან ისევ აგრესიული ხდებოდა".

„თედო აბრამოვი გაეცნო ჩრხეკის ოქმებს და მოაწერა ხელი.. იგი დამშვიდდა მას შემდეგ, რაც მისი ქურთუკიდან ამოიღეს ნარკოტიკული საშუალება", - ამბობს პროკურორი და მისივე თქმით, ჩხრეკის დასრულების შემდეგ მივიდნენ ადგილზე სხვა პოლიციელები, როცა უკვე მათი საჭიროება აღარ იყო.

ნუგზარ ჭიტაძის თქმით, ჩხრეკის გადაღება ვერ მოხდა, რადგან თედო აბრამოვმა გასწია წინააღმდეგობა, ერთი ოქმს ავსებდა, დანარჩენები კი აკავებდნენ.

„შეუძლებელი იყო ე.წ. ნეიტრალური პირის დასწრებაც, რადგან მიმდებარედ ფეხით არავინ გადაადგილდებოდა.... შეუძლებელი იყო თედო აბრამოვის მარტო დატოვება, რადგან მას შეიძლება გაენადგურებინა ნარკოტიკული საშუალება", - აცხადებს პროკურორი.

15:10 12.8.2025

მან თხრობა პატაკით დაიწყო, რომელიც საფუძვლად დაედო სისხლის სამართლის საქმეს. ამ პატაკში სანდო კონტაქტზე დაყრდნობით გამომძიებელი წერს, რომ „აქვთ ოპერატიული ინფორმაცია, რომ თედო აბრამოვი ფლობს ნარკოტიკულ საშუალებას და თან აქვს პეტრიწის ქუჩაზე".

15:10 12.8.2025

დასკვნით სიტყვას ამბობს პროკურორი, ნუგზარ ჭიტაძე.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG