მორიგი სხდომა 14 აგვისტოს 14:00-ზე გაიმართება. სასამართლო დაცვის მხარის სიტყვას მოუსმენს.
„მიმაჩნია, რომ პოლიციელების ჩვენებებს გააჩნია საკმარისად მყარი მტკიცებულებითი ძალა, რადგან თანხვედრაშია სხვა პოლიციელების ჩვენებებთან და საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან", - ამბობს პროკურორი და აგრძელებს:
„სასამართლომ უნდა შეაფასოს აბრამოვის პირადი ჩხრეკისას ნეიტრალური მოწმის დასწრება და გადაღების შესაძლებლობა...საქმის მასალების დადგენილია, რომ იმ დროს როცა თედო აბრამოვს წარუდგნენ პოლიციელები, მან წინააღმდეგობა გაუწია და მოუხდათ შებოჭვა, ასეთ პირობებში აღარ დარჩა შესაძლებლობა გადაღების".
ის მოითხოვს დამნაშავედ ცნონ თედო აბრამოვი წარდგენილ ქმედებაში. პროკურორმა დასკვნითი სიტყვა დაასრულა.
პროკურორი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის მნიშვნელობას აფასებს, როგორც უმნიშვნელოვანეს სამართლებრივ წესს გადაწყვეტილების მიღებისას.
„პოლიციელების თანამშრომები ფაქტის უშუალო შემსწრე პირები არიან... მტკიცებულების ეს წყარო არის შეუცვლელი... სამართალდამცვი მუშაკის ჩვენებას ყოველთვის აქვს კავშირი საქმესთან.... გააჩნია სანდოობის ნიშანი, რასაც მნიშვნელობა აქვს...უსაფუძვლოა დაცვის მხარის მტკიცება, რომ საქმის მასალები არღვევდა ჩხრეკის ჩატარების სტანდარტს..", - აცხადებს ჭიტაძე და მოიხმობს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას, რომლის თანახმადაც, პოლიციელის ჩვენება უნდა ჩაითვალოს სანდოდ, თუ წარსულშიც გამოირჩეოდა სანდო ჩვენებებით.
ნუგზარ ჭიტაძის თქმით, მისი ბრალეულობა დასტურდება არა მხოლოდ პოლიციელების ჩვენებებით არამედ, მტკიცებულებებით.
„ის რომ თედო აბრამოვს ნარკოტიკული საშუალება არ ჰქონია და დნმ ხელოვნურად დაიტანეს, ემყარება დაცვის მხარის ვარაუდს", - აცხადებს ნუგზარ ჭიტაძე.
ფორუმი