მოსამართლე, თამარ მჭედლიშვილი სხდომათა დარბაზშია. ბრალდებული თედო აბრამოვი არ შემოუყვანიათ ბადრაგებს.
ბადრაგებს შემოყავთ თედო აბრამოვი. ის ადვოკატებს ესაუბრება.
დასკვნით სიტყვას ამბობს პროკურორი, ნუგზარ ჭიტაძე.
მან თხრობა პატაკით დაიწყო, რომელიც საფუძვლად დაედო სისხლის სამართლის საქმეს. ამ პატაკში სანდო კონტაქტზე დაყრდნობით გამომძიებელი წერს, რომ „აქვთ ოპერატიული ინფორმაცია, რომ თედო აბრამოვი ფლობს ნარკოტიკულ საშუალებას და თან აქვს პეტრიწის ქუჩაზე".
ფორუმი