Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზინოვკინა-გრიბულის საქმე - ლაივბლოგი (14/08/2025)

⚖️ დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლე ვის ეტაპზე გადავიდა რუსეთის მოქალაქეების, ანასტასია ზინოვკინასა და არტემ გრიბულის საქმე 👨‍⚖️ დღეს ბრალდებულები დაიკითხებიან. 🔸 ზინოვკინა-გრიბულს ნარკოტიკების შეძენა-შენახვას ედავებიან. მათ მიაჩნიათ, რომ პროევროპული აქციების მხარდაჭერისთვის ისჯებიან

12:24 14.8.2025

აგრძელებს ანასტასია მოყოლას:

„მას შემდეგ, როცა დავინახე, რომ ნარკოტიკი ჩამიდეს, ყველა დაწყნარდა, ანუ მათ გააკეთეს ის, რისი გაკეთებაც სურდათ და უფრო წყნარაად დაიწყეს საუბარი, გარდა ირაკლისა, ის ისევ აგრძელებდა შეხებას და მუქარას... პოლიციის განყოფილებამდე მან დამტოვა"

„თამარი, სანამ განყოფილებაში მივიდოდით ბრილიანტებს ათვალიერებდა. მეორე მამაკაცი ეუბნებოდა, ხედავენ რასაც გუგლავ და აღარ დაგუგლოო"

„მე გამოძიება არ ჩამიტარებია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ნარკოტიკები თამარს[ძნელაძე ] არ ჩაუდია".

12:32 14.8.2025

განყოფილების ეპიზოდი:

„რაღაცა დროის განმავლობაში ჭიშკართან ვიყავით და არ გვიშვებდნენ, ვიჯექით ამ შენობასთან მანქანაში, შემდგომ შემიყვანეს შენობაში, არ მახსოვს, რომელ სართულზე, ლიფტით ავედით, ჯერ პატარა კაბინეტში, შემდეგ დიდ კაბინეტში. დაახლოებით კომპიუტერების 10 მაგიდა იდგა, წყლის დისპანსერი, დივანი, მე ტახტზე დამაჯინეს და სხვადასხვანაირი დიალოგი გამართეს ჩემთან".

„მეკითხებოდნენ - მემარჯვენე ხარ თუ მემარჯვენე, რატომ ახდენ საქართველოში რევოლუციის ორგანიზებას, არ ვიცი როგორი კომენტირება გავუკეთო ამას, ჩემი აზრით ასეთ საუბარს მამაკაცებთან პოლიციაში ვერ აღვიქვამ".

„იმ მომენტისთვის, სანამ ემილ კუპრავა ჩაჯდებოდა მანქანაში და მას შემდეგაც, მე მათ ვეუბნებოდი, შეიძლება დავურეკო ადვოკატს?... მე მეუბნებოდნენ: მერე, მერე პოლიციაში რომ მიგიყვანთ. დიდ კაბინეტში მათ ვუთხარი, დროულია უნდა დავრეკო, რომელიღაცა პოლიციელმა მითხრა, რომ ოქმს სადაც წერია, რომ წინააღმდეგობას გვიწევდი ხელს მოვაწერო? არა, რატომ უნდა მოვაწერო მეთქი, მან მითხრა, მაშინ ვერ დარეკავ.

მე მქონდა დიალოგი ირაკლისთანაც, ის უკვე ნიღბის გარეშე იყო და ვესაუბრებოდი მისი ქცევის მიზეზების თაობაზე, რომ ეს დაუშვებელია, რომ ის არ არის კარგ მდგომარეობაში,, ის მეუბნებოდა, რომ ნახევრად ჩეჩენია, ის იბრძოდა. ადამიანი, რომელიც ნაციონალისტს მიწოდებს და თავის ქცევას ამართლებდა ნაციონალობით. ჩემთვის ეს მიუღებელია, ყურს მჭრის ასეთი საუბარი. ირაკლი აარაადეკვატური იყო. მე ტახტზე ვიჯექი და ათზე მეტი ადამიანი შედიოდა-გამოდიოდა და ისინი ცდილობდნენ, მეჭამა. ეცადნენ წყლის ბოთლი მოეწოდებინათ, ბურგერები, სნიკერსები, შეიძლება ეს იყო სიკეთის ე.წ. აქტი. თუ იმას ვიფიქრებთ, რომ ადამიანი ერთი საათის წინ გემუქრებოდა სიკვდილით და ახლა საჭმელს გაწვდის, არანაირი სურვილი მიჩნდება, საჭმლის ჭამის, მე ხომ არ ვიცი, როგორი ხერხით სურს ჩემი მოკვლა.

ისინი მაიძულებდნენ - უნდა დალიო წყალი, ცუდად გახდები წყლის გარეშე და ხელში წყლით სავსე ჭიქა მომცეს, დავლიე ეს წყალი, დავკუჭე ჭიქა და მინდოდა ნაგვის ყუთში გადამეგდო, არ მომცეს ამის გაკეთების საშუალება, ხელიდან ამართვეს და წაიღეს.

12:35 14.8.2025

„მომცეს საშუალება მომეწია ოთახში, მომიტანეს ორი კოლოფი სიგარეტი, ჩემი არა.... მეუბნებოდნენ, რომ 24 საათში გამიშვებდნენ, აქციების გამო ასე ხდებოდა. მე მათ ვუთხარი, რომ ფრენა მაქვს და 10-ში უნდა წავიდე ცნობაზე, რომ მე მათთან ორ კვირაზე მეტს ვერ გავატარებდი, რადგან საქმეები მქონდა... როგორ ვერ მოასწრებო, 10 დღის მერე გამოხვალო".

„გამიყვანეს კორიდორში, სურათი გადამიღეს და კიდე დავინახე, რომ კორიდორის ბოლოს არტემი მიყავდათ. ერთმანეთს დავუყვირეთ - ნარკოტიკი ჩამიდეს, მეცო.. მე დავიყვირე, რომ დამემუქრნენ, რომ მომკლავდნენ. გავიცინეთ, რადგან ცოცხლები ვიყავით".

12:39 14.8.2025

წინასწარი დაკავების იზოლატორში:

„როცა იზოლატორში მიმიყვანეს, მე მეგონა, რომ იზოლატორში ვიჯექი ადმინისტრაციული დარღვევისთის, მეორე დღეს მოვიდა შორენა და კუპრავა, ასევე სახაზინო ადვოკატი, მათ ამიღეს ანალიზები....ახლა გავათვიცნობიერე, რატომ იყვნენ მოსულები, ისევ ვხედავ ქალბატონს, რომელიც მე მემუქრებოდა და კაცს, რომელიც რუსულად ერთ სიტყვას არ ამბობს და ისინი მეუბნებიან, რომ მე ვზივარ ნარკოტიკებისთვის...

სახელმწიფოს ადვოკატმა მითხრა, რომ ვიყავი სისხლის სამართლებრივი მუხლის საფუძველზე დაკავებული. მან შენიშვნა დაწერა , რომ მე არაფერი გადამითარგმნეს. მე მითხრეს ანალიზების თაობაზე და მზაობა გამოვხატე, მაგრამ ჯერ ადვოკატს დავურეკავ-მეთქი, ჯერ ჩემს დედას დავურეკავ-მეთქი. შორენამ [თარჯიმანი] იზოლატორში ისევ დამიწყო ყვირილი და მუქარა. მე მინდა აღვნიშნო, რომ როცა ვუთხარი მინდოდა ადვოკატთან საუბარი, ხელებით შეამჩნია, რასაც ვსაუბრობდი და გავიდა ოთახიდან. გამომძიებელი გავიდა ოთახიდან და გაიყოლა თარჯიმანი და ის იმწამსვე უკან მობრუნდა. ქალბატონზეა საუბარი გამომძიებლის გარეშე და არ მომცდა ადვოკატთან დარეკვის საშუალება და აგრძელებდა მუქარას, ანუ ადვოკატთან და გამომძიებელთან მე დიალოგი არ გამიმართავს".

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG