Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზინოვკინა-გრიბულის საქმე - ლაივბლოგი (19/08/2025)

გრძელდება დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა. დღეს დაიკითხება ბრალდებული არტემ გრიბული. ზინოვკინა-გრიბულს ნარკოტიკების შეძენა-შენახვას ედავებიან. მათ მიაჩნიათ, რომ ნარკოტიკი ჩაუდეს.

15:41 19.8.2025

მისი თქმით, იზოლატორში დარეკვა ითხოვა, თუმცა უარი უთხრეს, შემდეგ „შევდა კეთილგანწყობილი თანამშრომელი, რომელმაც სავარაუდოდ მისი პირადი ტელეფონიდან დაარეკინა".

მან მოითხოვა ფურცელი და კალამი, სურდა წერილი დაეწერა, რადგან პოლიციელებმა გასაგებად უთხრეს, რომ „აქციებში მონაწილეობის გამო აკავებდნენ". მან უარი მიიღო.

24 საათის შემდეგ მასთან მივიდა გამომძიებელი საზოგადოებრივ ადვოკატთან ერთად. მათ თან ახლდათ თარჯიმანიც.

15:35 19.8.2025

არტემ გრიბულის თქმით, იზოლატორისკენ როცა მიჰყავდათ, ერთ-ერთი პოლიციელი სქროლავდა ტიკ-ტოკს.

„მე სიმართლეს სრულ სიმართლეს მოგახსენებთ, ის, რასაც პოლიციელი უყურებდა 70% იყო მუსიკალური კლიპები პუტინით, პუტინი კოცნის ბავშვებს, სხვა ლიდერებს ხელს ართმევს, მას მოსწონს ეს და ალაიქებს [იცინის]".

15:33 19.8.2025

არტემ გრიბულის თქმით, „ხანშიშესული პოლიციელი,“ და პოლიციელი, რომელმაც სულ ბოლოს დერეფანში გაიყვანა, სასამართლო სხდომის დღეს დარბაზის კარის მიღმა დაინახა.

15:32 19.8.2025

გადაიყვანეს სხვა ოთახში, დიდი ზომის კაბინეტი იყო, - ამბობს არტემი. მაგიდასთან გამომძიებელი და კიდევ 2-3 სხვა ადამიანი იჯდა, მაგიდაზე ლამპის მსგავსი განათება იდგა.

ის კიდევ ერთ ოთახში გაიყვანეს, სადაც მისი თქმით, ერთი საათი დაჰყო.

„დამსვეს ტახტზე, არც ისე შორიახლოს ჯემალი[პოლიციელი] სკამზე მოთავსდა და კიდევ ერთი სხვა ადამიანი იყო, რომელიც პირველად დავინახე, როგორც კი დავინახე მომესალმა რუსულად, ჩვენ დავიწყეთ ერთმანეთის გაცნობა და მკითხა ვინ ვიყავი, მან მითხრა რომ პოლიციელი იყო, რაღაც წოდება მითხრა.. მან ჩემთან საუბარი დაიწყო განყენებულ თემებზე, საიდან ვარ, რითი ვარ დაკავებული და გაიგო, რომ სომხეთიდან ჩამოვედი, თქვა, რომ ეთნიკური სომეხი იყო".

ის იხსენებს, უცნობი პოლიციელის ნათქვამს: „ვის გადაუჭერი გზა". მის გვერდით იჯდა ჯემალ მირაზანაშვილი. ოთახში რამდენი საათი დაჰყო და სხვა პოლიციელს „ჩააბარეს".

ის ჰყვება, რომ კორიდორში ნასტია დაინახა, რომელმაც დაუძახა: „მე ნარკოტიკი ჩამიდეს", „მეც", - უპასუხა მან.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG