Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზინოვკინა-გრიბულის საქმე - ლაივბლოგი (19/08/2025)

გრძელდება დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა. დღეს დაიკითხება ბრალდებული არტემ გრიბული. ზინოვკინა-გრიბულს ნარკოტიკების შეძენა-შენახვას ედავებიან. მათ მიაჩნიათ, რომ ნარკოტიკი ჩაუდეს.

16:07 19.8.2025

კითხვაზე, რა შეიძლებოდა ყოფილიყო მიზეზი ნარკოტიკის ჩადების, გარდა აქციებში მონაწილეობისა, ბრალდებული პასუხობს:

„როცა წინასაარჩევნო კამპანია იყო, ქართული ოცნების კოლონა გადაადგილდებოდა, მე მათ კვალდაკვალ დავყვებოდი და ვეუბნებოდი, რომ რუსული პარტია იყო, მოგვიახლოვდა მანქანა, გადმოვიდა ვიღაც კაცი და ჩვენ გავმართეთ პოლიტიკური კამათი, მან მითხრა, რომ შენ აქ ცამოხვედი და არ გაქვს ამის უფლება, პლაკატზე მივუთითე... ვიკამათეთ, ის დაჯდა მანქანაში და წავიდა. მე ვფიქრობ, რომ ესეც შეიძლება მიზეზი ყოფილიყო".

16:03 19.8.2025

არტემ გრიბულმა თხრობა დაასრულა. კითხვებს უსვამს ადვოკატი დარია სამოდუროვა.

მას აინტერესებს, რას საქმიანობდა არტემ გრიბული რუსეთში. ის ჰყვება, რომ ანასტასიასთან ერთად ჩამოვიდა საქართველოში, მოეწონა, შეადარა ბინის ფასები და არჩევანი თბილისზე შეაჩერეს.

„გავიღვიძე თუ არა თბილისში, ნასტასიას ვუთხარი, წამო მაკდონალდში წავიდეთ, სომხეთში არ არის...გავედით და ქუჩაში დავინახე საარჩევნო პლაკატი, ორად გაყოფილი - ერთ მხარეს განადგურებული უკრაინა და მეორე მხარეს საქართველო, მე გავბრაზდი, მიუღებელია ჩემთვის ასეთი აგიტაცია, ადამიანებმა, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ ასეთი პლაკატი გაეკრათ, მათ ვერ ვიტან და ჩემთვის დაუშვებელი იყო მეფიქრა, ასეთ მშვენიერ ქვეყანაში, როგორ შეიძლება ასეთი ადამიანები იყვნენ მთავრობაში.

ვიცოდი, რომ პროტესტები იყო..."

[მოსამართლე აწყვეტინებს - ეს გასაგებია, თქვენ ადვოკატმა გკითხათ, რუსეთში რას საქმიანობდითო]

არტემის თქმით, სურს დაასრულოს ის, რისი მოყოლაც დაიწყო. აცხადებს, რომ დისტანციურად გააგრძელა ის საქმე, რასაც რუსეთში აკეთებდა.

„2020 წლიდან ერთსა და იმავე პოზიციაზე ვმუშაობ, სხვადასხვა თანამდებობეზე არ მიმუშავია, აიტიკომპანიაში ვმუშაობ[დეტალებს არ ამბობს]

რატომ წამოვედი რუსეთიდან? - სიმართლე გითხრათ, მე წყნარად არ შემეძლო მემზირა იმ საკითხებზე წყანარად, რაც რუსეთში ხდებოდა. მე დავიბადე იმ დროს, როცა პუტინი მოვიდა სათავეში და სანამ ვიზრდებოდი ვხედავდი, როგორ იცვლიდა სახეს რუსეთი დიქტატურისკენ და ისეთ ადამიანს, როგორიც მე ვარ, თავისუფლებას გვართმევდნენ.

მე ვაპროტესტებდი იმას, რაც მიუღებელი იყო და 16 წლის ასაკითხვის პოლიტიკური მოღვაწეობით ვიყავი დაკავებული და ეს ჩემი აქტიურობის მანიშნებელი იყო, მე წყნარად არ შემეძლო ამ ყველაფრის ყურება. რამდენიმე ორგანიზაციაში ვიყავი გაწევრიანებული და 18 წლის ასაკიდან, როცა ჩავაბარე უნივერსიტეტში დავდიოდი აქციებზე, მათ შორის ნავალნის მხარდამწერ აქციებზე, ვიყავი არჩევნების დროს დამკვირვებელი... საუბნო კომისიის წევრიც კი, სანკტ-პეტერბურგში".

[ისევ აწყვეტინებს მოსამართლე - საქმეს დაუბრუნდითო]

ადვოკატი ეკითხება, საქართველოში თუ მონაწილეობდა და რატომ?

[პროკურორი და მოსამართლე ამბობენ, რომ ამ საკითხზე უკვე ისაუბრა, კითხვას აზუსტებს ადვოკატი და არტემი თხრობას აგრძელებს]

მისი თქმით, საქართველოში არჩევნები იყო და შეიტყო, რომ ქართულმა ოცნებამ 4,6% მოიპარა.

„მე ტყუილად არ მომიყოლია, რომ დამკვირვებელი ვიყავი, მე ვერ ვიტან ასეთ რაღაცებს და როცა გახდა ჩემთვის ცნობილი, რომ იმართებოდა აქციები არჩევნების გაყალბების გამო, მე მხარს ვუჭერდი ამ აქციებს, მივდიოდი და ვდგებოდი, ნასტასიასთან ერთად. როცა ქართულმა ოცნებამ განაცხადა, რომ ევროკავშირში შესვლაზე უარს ამბობს, შევუერთდი ამ პროტესტს, როცა ვიხილე, როგორ მიმდინარეობა ის. რუსეთში ძალიან ხშირად დავდიოდი იმ აქციებზეც კი, სადაც ადამიანებს სცემდნენ. როცა ვნახე, როგორ სცემდნენ აქციის მონაწილეებს, ვიფიქრე, რომ ეს რუსეთია".

მოსამართლე ერევა: რამდენჯერ იყო აქციაზე?

ბრალდებული: „არ დამითვლია, საკმაოდ ხშირად".

მოსამართლე: კარგი, შემდეგი შეკითხვა.

15:48 19.8.2025

არტემის თქმით, როცა თავის ადვოკატს შეხვდა, მან ჰკითხა, რატომ თქვა უარი ნარკოტესტირებაზე. მისივე განცხადებით, თავადაც ითხოვდა ტესტირებას, თუმცა არავის შეუთავაზებია, შესაბამისად უარს არ იტყოდა. ის ამბობს, რომ მზადაა ახლაც ჩაიტაროს ანალიზი.

„არასდროს ჩემს ცხოვრებაში ნარკოტიკი არ მომიხმარია. მე მზად ვარ ჩემი უდანაშაულობა დავამტკიცო.... გლდანში მე გადამიყვანა იგივე პოლიციელმა, რომელმაც გადამიყვანა იზოლატორში და მან დაუწყო საუბარი, რომ საქართველოში ნარკოტიკს არავის უდებენ...".

არტემ გრიბულმა თხრობა დაასრულა. კითხვებს უსვამს ადვოკატი დარია სამოდუროვა.

15:44 19.8.2025

მისი თქმით, იზოლატორში დარეკვა ითხოვა, თუმცა უარი უთხრეს, შემდეგ „შევდა კეთილგანწყობილი თანამშრომელი, რომელმაც სავარაუდოდ მისი პირადი ტელეფონიდან დაარეკინა".

მან მოითხოვა ფურცელი და კალამი, სურდა წერილი დაეწერა, რადგან პოლიციელებმა გასაგებად უთხრეს, რომ „აქციებში მონაწილეობის გამო აკავებდნენ". მან უარი მიიღო.

24 საათის შემდეგ მასთან მივიდა გამომძიებელი საზოგადოებრივ ადვოკატთან ერთად. მათ თან ახლდათ თარჯიმანიც.

მან აუხსნა, რომ დნმ-ი უნდა აეღოთ. „სიმართლე გითხრათ მე წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ ადვოკატმა მითხრა, რომ ასე იყო საჭირო და დავთანხმდი. მე მომცეს დოკუმენტი, რომელზეც მითხრეს რომ ხელი მომეწერა. არაფერი არ გადამითარგმნეს, მითხრეს, რომ დნმ-ის ანალიზზე თანხმობა იყო. შემოვიდნენ ექსპერტები აიღეს ანაწმენდი პირის ღრუდან, არ მახსოვს, რომ პაკეტი, სადაც ანაწმენდები მოთავსდა დაელუქათ. ადვოკატმა მითხრა, რომ ყველაფერი წესრიგშია. მე ვეცადე გავსაუბრებოდი მას და ამეხსნა, რა მოხდა. მე ვითხოვე, რომ თარჯიმანი და გამომძიებელი გასულიყვნენ. ადვოკატმა ცოტა იცოდა რუსული, ცოტა ესმოდა ინგლისური და შევძლებდით გასაუბრებას"

არტემი ამბობს, რომ გამომძიებელმა დაუძახა თუ არა, ადვოკატი გავიდა. ის საკანში დააბრუნეს.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG