საქმე დასკვნითი სიტყვების ეტაპზე გადავიდა.
პროკურორმა, ნუგზარ ჭიტაძემ დაიწყო საუბარი.
მეორე შუამდგომლობა ირაკლი მუხათგვერდელს და მის შესახებ „პუბლიკას“ მიერ მომზადებულ მასალას ეხება.
„პუბლიკის“ ინფორმაციით, პოლიციელი ირაკლი მუხადგვერდელი სისხლის სამართლის წესით მაისში დააკავეს და მას დღემდე ბრალდებულის სტატუსი აქვს. მან იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა. პოლიციელს ჯერ პატიმრობა შეუფარდეს, ერთ თვეში გირაოთი შეუცვალეს. მას ხულიგნობას ედავებიან. მუხათგვერდელი აღნიშნული ფაქტის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი აღარ არის.
ირაკლი მუხათგვერდელს ანასტასია ზინოვკინა სექსუალურ შევიწროებასა და გაუპატიურების მუქარაში ადანაშაულებს.
შოთა თუთბერიძე მოითხოვს მოსამართლემ გაითვალისწინოს ირაკლი მუხათვერდელის პიროვნება, რომელიც კრიმინალია და არა პატიოსანი პოლიციელი, რომლის როლიც ამ საქმეზე მოირგო.
ამას გარდა, ადვოკატი შეახსენებს მოსამართლეს, რომ მას ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულები პატიმრობაში ჰყავს, პოლიციელი კი გირაოთი გამოუშეს.
მოსამართლე ირაკლი მუხათგვერდელის შესახებ ინფორმაციას ურთავს საქმეს და ამბობს,, რომ გაეცნობა.
ანასტასია ზინოვკინას ადვოკატს შუამდგომლობა აქვს. მან მიიღო ბრალდებულის ფორმა 100 და სურს საქმეს დაერთოს. ზინოვკინას ხერხემალი აწუხებს და ტკივილები აქვს. . დოკუმენტი ინფორმაციული ხასიათისაა და პროკურატურა მზადაა საქმის მასალებს დაერთოს.
კითხვებს სვამს პროკურორი, ნუგზარ ჭიტაძე. მას აინტერესებს, სად გაიცნო არტემ გრიბულმა ანასტასია ზინოვკინა.
გრიბულის თქმით, სომხეთში გაიცნო, რუსეთის საელჩოსთან აქციაზე, იმ პერიოდში, როცა ციხეში ნავალნის სიკვდილს აქციები მოჰყვა.
„ანასტასია გადმოვიდა საქართველოდან სომხეთში, რომ ვიზის ვადა გაეხანგრძლივებინა და უკან წასულიყო", - ამბობს არტემი.
პროკურორი მოითხოვს დააზუსტოს არტემ გრიბულმა, რომელი მანქანით გადმოკვეთა საქართველო-სომხეთის საზღვარი.
„კერძო მანქანა იყო, რომელიც საზღვარზე გადასვლას სთავაზობდა", - პასუხობს ბრალდებული.
კითხვაზე, დაკეტა თუ არა ანასტასია ზინოვკინამ 17 დეკემბერს სახლიდან გასვლის შემდეგ კარი, არტემ გრიბული პასუხობს, რომ „დიახ".
ფორუმი