პროკურორი, ვაჟა თოდუა საუბრობს დაზარალებულ პოლიციელებზე, რომლებსაც აქციაზე სხვადასხვა ნივთი მოხვდათ. მოიხმობს მათი ჩვენებიდან იმ ნაწილებს, სადაც ნათქვამია, რომ „აქცია თავიდან მშვიდობიანი იყო", „რომ გაურკვეველი მიზეზით აგრესიული გახდა", „რომ ძალადობრივ მოქმედებებს ახორციელებდა აქციის მონაწილეების გარკვეული ჯგუფი"...
დეტალურად მიმოიხილავს დაზიანების ფორმასა და ხარისხს.
„გრეჩიკა მოკვდა", - დისტანციურად აცნობს მომხდარს ქეთი დანელია ირაკლი ქერაშვილს. საუბარში, რომელშიც მთავარი მოქმედი გმირები, ხელები და სახის მიმიკებია, ანდრო ჭიჭინაძეც ერთვება.
„ლევანი?", - სვამს კითხვას ის.
ქეთი დანელია და ქეთუნა ქერაშვილი ხელით იწყებენ ჰაერში წერას იმისას, რაც ჩურჩულით ბრალდებულებისთვის განკუთვნილ ადგილამდე ვერ მიიტანეს. ანდროც და ირაკლიც ხვდებიან, რის თქმას ცდილობენ ისინი.
„რანაირად კაცო?", - კითხულობს ჭიჭინაძე. ეს კითხვა უპასუხოდ რჩება ბევრი ხელისშემშლელი ფაქტორის გამო.
[დღეს გახდა ცნობილი, რომ გარდაიცვალა ლევან გაჩეჩილაძე]
სასამართლო სხდომას ესწრება ექიმი, გიორგი ახობაძე, რომელიც მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა გაამართლა. მას ნარკოდანაშაულს ედავებოდნენ.
„ნეტავ, წამალი ჩაედოთ", - ამბობს ონისე ცხადაძე.
ბრალის მიმოხილვის შემდეგ, პროკურორი მტკიცებულებით ნაწილზე გადადის და საუბრობს წერილობით, ნივთიერ მტკიცებულებებზე, დეტალურად განიხილავს მოწმეების ჩვენებებიდან იმ ნაწილებს, რაც მათი შეფასებით, პროკურატურის ბრალს გაამყარებდა.
ფორუმი