Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

11 დემონსტრანტის საქმე - დასკვნითი სიტყვები (20/08/2025)

დღევანდელ სხდომაზე ბრალდებისა და დაცვის მხარეები დასკვნითი სიტყვებისთვის ემზადებიან. პროკურორების შემდეგ, დასკვნითი სიტყვის თქმას აპირებენ: 1. გიორგი ტერიშვილის ადვოკატი, ირაკლი ჩომახაშვილი 2. სერგეი კუხარჩუკისა და რუსლან სივაკოვის ადვოკატი, ბექა ხოხობაშვილი.

16:39 20.8.2025

სხდომა დასრულდა - მორიგი პროცესი 16 აგვისტოს, 11:00-ზე გაიმართება

16:38 20.8.2025

ბექა ხოხობაშვილის შემდეგ მცირე დროს ითხოვს სერგეი კუხარჩუკისა და რუსლან სივაკოვის კიდევ ერთი ადვოკატი, დიმიტრი ვარდიაშვილი. მისი თქმით, როცა ბრალდება ამბობს, რომ „მასიურ ნივთებს“ ისროდნენ, მტკიცებულება არ აქვთ, არ არის ამოღებული ნივთები...ლოკაცია..

„მასიური ნიშნავს მძიმეს, ვინ აწონა? შეგეძლოთ თვალით გაგესაზღვრათ? არაა კვლევა ჩატარებული", - ამბობს ადვოკატი.

როგორც ადვოკატი, ის ამბობს, რომ სასამართლოსგან ობიექტურობას მოითხოვს.

„ბრალდება ემყარება აბსურდებს, არ არსებობს არც ერთი ნეიტრალური მტკიცებულება", - ამბობს ადვოკატი.

16:29 20.8.2025

ბექა ხოხობაშვილის თქმით, საგამოძიებო ექსპერტიმენტის ჩატარებას გეგმავდნენ. ამბობს - ახლა რომ გავიდე რუსთაველზე და ბოთლი ვისროლო უმისამართოთ ამის გამო ბრალს წარმიდგენთ? არა.. „სად ჩანს კადრებში პოლიცია მაჩვენეთ და გავჩუმდები", - ამბობს ის და აგრძელებს:

„არც საქმის მასალების დასტურდება, არც მოწმეებით და არც რაიმეს დადგენის პერსპექტივა აქვთ, დაკვნით სიტყვაში ისეთზე არაფერზე გაუმახვილებიათ ყურადღება, რასაც უნდა ვუპასუხოთ...

... უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება, რომ უდანაშაულო ხალხი გაათავისუფლოთ დაუყოვნებლივ, არც ერთს არ უდასტურდება ბრალი.. მარინა ტერიშვილის ჩახუტება არის ჩემთვის სიმართლის ხაზი, რომელიც გაგვამარჯვებინებს"

16:16 20.8.2025

ადვოკატის აზრით, მოწმე პოლიცილები „კომიკურ ვითარებაში სახელმწიფომ ჩააყენა".

ის ამბობს, რომ სახელმწიფოს და მაღალჩინოსნებს ჰქონდათ დირექტივა, რომ ეს ადამიანები საზარბაზნე ხორცად ექცია[გულისმხობს დაზარალებულ პოლიციელებს]. ხოხობაშვილის თქმით, არც ერთი ბრალდება არ დადასტურდა, დადასტურდა მხოლოდ ის, რომ ბრალდებულები უდანაშაულოები არიან.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG