ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული დემონსტრანტების სასამართლო დასკვნითი სიტყვების ეტაპზეა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი.
მხარეები (ბრალდება და დაცვა) საბოლოოდ აჯამებენ ყველა იმ არგუმენტს, მტკიცებულებას და გარემოებას, რაც პროცესის განმავლობაში წარადგინეს. აქ უკვე აღარ ხდება ახალი ფაქტების შეტანა, არამედ ხაზი ესმება არსებულს.
დასკვნითი სიტყვის ეტაპზე პროკურორი აჩვენებს, როგორ ჯდება ყველა ფაქტი დანაშაულის სურათში, ხოლო დაცვა – როგორ რჩება ეჭვი ან ალტერნატიული ახსნა.
სხდომის დასწყებამდე ოჯახის წევრები განსაკუთრებულად ელიან იმ რამდენიმე წუთს, როცა ბრალდებულ დემონსტრანტებთან კომუნიკაციას შეძლებენ. სხდომათა დარბაზსა და ბრალდებულების მოსაცდელ ოთახს შორის ერთი კარია... ამ კართან ბადრაგები დგანან, კარი სულ ოდნავაა შეღებული, ისე რომ დამსწრეები და ბრალდებულები ერთმანეთს ვერ ხედავენ.
სხდომის დაწყებამდე ამ კარს ბოლომდე არ აღებენ და რამდენიმეწამიანი კომუნიკაციის სურვილი იმედგაცრუებით სრულდება... თვალით კონტაქტი მას შემდეგ ხდება შესაძლებელი, რაც მოსამართლე ჩამოდის და მისი მოსვლის პარალელურად შემოყავთ ბრალდებულებიც.
ბრალდებულებს უჩვეულოდ ბევრი ბადრაგი ახლავთ თან - ამას ოჯახის წევრები ამჩნევენ.
„ხელის მოსაკიდებელი აღარ დარჩა", - ისმის დამსწრეებში. [იცინიან].
ბრალდების მხარის დასკვნით სიტყვას კითხულობს პროკურორი ვაჟა თოდუა
ფორუმი