Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

11 დემონსტრანტის საქმე - დასკვნითი სიტყვები (20/08/2025)

დღევანდელ სხდომაზე ბრალდებისა და დაცვის მხარეები დასკვნითი სიტყვებისთვის ემზადებიან. პროკურორების შემდეგ, დასკვნითი სიტყვის თქმას აპირებენ: 1. გიორგი ტერიშვილის ადვოკატი, ირაკლი ჩომახაშვილი 2. სერგეი კუხარჩუკისა და რუსლან სივაკოვის ადვოკატი, ბექა ხოხობაშვილი.

12:30 20.8.2025

ხმა კარგად არ ისმის, პროკურორი იღებს ახალ მიკროფონს და იწყებს ბრალდების არსზე საუბარს:

12:33 20.8.2025

მთავარი ფრაზები პროკურორ, ვაჟა თოდუას სიტყვიდან:

„ჯგუფური ძალადობრივი მოქმედება, რამაც მიიღო სისტემატური ხასიათი..."

„უწყვეტად გამოხატავდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ აგრესიას პოლიცილების მიმართით.. "

„ისროდნენ მძიმე საგნებს - ქვებს, რკინის ნაჭრებს, ადვილად აალებად ნივთიერებებს..."

„ხელი შეეშალათ მართლწესრიგის აღდგენაში"

ვაჟა თოდუა ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორებად ასახელებს ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია საკრაძეს, ვასილ კაძელაშვილს: „ამუშავებდნენ გეგმას, დროს, ხერხს, ანაწილებდნენ როლებს"

[როგორ? - აი ეს უნდა დაასაბუთოს პროკურატურამ თავის სიტყვაში, სად ჩანს კავშირი? კონტაქტის დამადასტურებელი მტკიცებულება? - რ.თ.]

12:35 20.8.2025

პროკურორი სათითაოდ ჩამოთვლის ყველა ბრალდებულს და კითხულობს ბრალის დადგენილებიდან წინადადებებს ახლა უკვე მტკიცებით ფორმაში, რომ მაგალითად, რევაზ კიკნაძე ქვას ისროდა, ირაკლი ქერაშვილი პიროტექნიკას, ტერიშვილი მოგრძო მასიურ ნივთს, ჭიჭინაძე - ჯოხს და ა.შ. [11-ვე ბრალდებულის შემთხვევაში]

ყველა მათგანი პროკურორის თქმით, ახორციელებდა „სხვა აქტიურ მოქმედებებსაც".

12:36 20.8.2025

ბრალის მიმოხილვის შემდეგ, პროკურორი მტკიცებულებით ნაწილზე გადადის და საუბრობს წერილობით, ნივთიერ მტკიცებულებებზე, დეტალურად განიხილავს მოწმეების ჩვენებებიდან იმ ნაწილებს, რაც მათი შეფასებით, პროკურატურის ბრალს გაამყარებდა.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG