ადვოკატი:
„როგორც ზემოთ აღვნიშნე, დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ უნდა დაადასტუროს რომ არსებობდა ჯგუფური მოქმედების ორგანიზების ან ხელმძღვანელობის ფაქტი და რომ კონკრეტული პირი მონაწილეობას იღებდა ამ ჯგუფის მიერ ორგანიზებულ ქმედებაში.
მოწმის სახით დაკითხულმა არსენ ხუნაშვილმა 13:30:03 წუთზე მგანმარტა, რომ ამ საქმეზე დადგენილი არ არის ორგანიზატორი ან ხელმძღვანელი, თუმცა, შესაძლოა ტერიშვილი იცნობდეს მას.
აღნიშნული განმარტებით, თუ წარმოდგენილ საქმეში დადასტურებული და გამოკვეთილი არ არის ვინ არის ორგანიზატორი ან ხელმძღვანელი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსისა და სასამართლო პრაქტიკის თანახმად, არამხოლოდ გიორგი ტერიშვილის არამედ, ყველა ბრალდებულის მონაწილეობა ვერ დადასტურდება გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.
თუმცა, თუ ბრალის შესახებ დადგენილებით ვიხელმძღვანელებთ, ბრალდება ორგანიზატორებად მიუთითებს ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძეს და ვასილ კაძელაშვილს. აღნიშნული პირების მხრიდან ორგანიზების ან ხელმძღვანელობის ფაქტი ჩვენს სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დადადსტურებული არ არის".
ჩომახაშვილის თქმით, დაცვის მხარე გააკეთებს დაშვებას, რომ ბრალში მითითებული პირების მიერ მოხდა ჯგუფური ძალადობის დაორგანიზება ან ხელმძღვანელობა, რაც „კიდევ ერთხელ ვიმეორებთ რომ არის ჰიპოტეტური დაშვება და შეუძლებელია ჩვენი საქმის ფარგლებში ან ზოგადად წარმოდგენილი მტკიცებულებით დადასტურებული იქნას აღნიშნული ჰიპოთეზა“.
თუმცა მისივე თქმით, მსჯელობის მიზნებისათვის მნიშვნელოვანია აღნიშნულის დაშვება.
„როგორც ზემოთ აღვნიშნე, ჯგუფური მოქმედების ორგანიზება ან ხელმძღვანლეობა და მასში მონაწილეობა შეუძლებელია განხორციელდეს წინასწარი შეთანხმებისა და ჯგუფის მიერ ორგანიზებული საკითხების გადაწყვეტის, ორგანიზატორის ან ხელმძღვანელი პირის და მითითებების შემსრულებელ პირთა არსებობის გარეშე. მაშასადამე, თუ არსენ ხუნაშვილს დავუჯერებთ, ამ საქმეზე თუ არ არის გამოკვეთილი ორგანიზატორი ან ხელძღვანელი, ზემოთმოცემული მსჯელობით გიორგი ტერიშვილის მიმართ უნდა დადგეს გამამართლებელი განაჩენი. მაგრამ თუ დაშვებას გავაკეთებთ, რომ ორგანიზატორი ან ხელმძღვანელი გამოკვეთილია მაშინ უნდა გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე, რომელსაც ჰქვია „მითითებების შემსრულებელი პირი“, - ამბობს ადვოკატი.
ირაკლი ჩომახაშვილი:
„ზემოთ აღვნიშნე, რომ თუ არ დადასტურდება მონაწილე პირთა მიმართ, ერთმანეთთან კავშირი, ნაცნობობა, განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზებული ხასიათი, ანდა მათ მიერ აღნიშნული ქმედებების ვინმეს მითითების შესრულების ფაქტი, სასამართლომ უნდა გამოიტანოს გამამართლებელი გადაწყვეტილება.
თუ პირები მოქმედებდნენ სპონტანტურად, ჯგუფურად, კონკრეტულ დროს სიტუაციიდან გამომდინარე, სასამართლო პრაქტიკის თანახმად, აღნიშნული გამორიცხავს ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობას.
გიორგი ტერიშვილის ბრალის დადასტურების მიზნებისთვის აუცილებელია, განვასხვავოთ გიორგი ადგილზე იმყოფებოდა სპონტანურად კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე თუ ბრალდებამ დაადასტურა რომ ასრულებდა ვინმეს მითითებას და მონაწილეობას იღებდა არარსებულ ორგანიზებულ დანაშაულში. ამისათვის მნიშვნელოვანია რამდენიმე კომპონენტის დადასტურება საქმის მასალებიდან და არსენ ხუნაშვილის ჩვენებიდან".
ადვოკატმა კომპონენტები ჩამოთვალა:
1. ნაცნობობა
2. ერთმანეთთან კავშირი
3. განხორციელებული ქმედების ორგანიზებული ხასიათი
4. ქმედებების ვინმეს მითითებით შესრულების ფაქტი
და თქვა, რომ „დაცვის მხარე ვალდებულია თითოეულზე ისაუბროს დეტალურად, ვინაიდან გიორგი ტერიშვილის სისხლის სამართლის საქმეში არ დასტურდება არცერთი ზემოთ ჩამოთვლილი კომპონენტი".
ფორუმი