Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩილ მუსელიანცის საქმე - ლაივბლოგი (22/08/2025)

29 წლის არჩილ მუსელიანცს 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მას ბრალად ედება პარლამენტთან ბოძზე დამაგრებული კამერების დენის წყაროს მიზანმიმართული დაზიანება და მისთვის ცეცხლის წაკიდება, რათა აქციაზე მყოფების სახეების იდენტიფიცირება შეუძლებელი ყოფილიყო. დღეს მუსელიანცის ადვოკატი დასკვნით სიტყვას იტყვის.

11:52 22.8.2025

საბოლოოდ, მე-11 დარბაზში პრობლემა ვერ მოაგვარეს, მოსამართლე გიორგი არევაძემ დარბაზი შეცვალა და გვერდით მეათეში გადმოვედით.

11:50 22.8.2025

მოსამართლე არევაძემ სხდომათა დარბაზში არ დაუშვა დამსწრეები, რომელთა სიაც ცარო ოშაყმაშვილმა დაწერა. მხოლოდ ცაროს დართეს დარბაზში დარჩენის უფლება. სხდომა ჟურნალისტებისთვის ღიაა.

11:48 22.8.2025

მე-11 სხდომათა დარბაზში დინამიკები ჩართეს.

პრობლემა სასამართლო სხდომების დასასრულს გამოასწორეს, არადა ამ დარბაზში თვეებია ჟურნალისტები თუ დამსწრეები სხვადასხვა მოსამართლესთან ჩივიან ხმის პრობლემაზა.

მაგალითად, გიორგი არევაძესთვის, ხმის გამო პროტესტი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ სხდომა დამსწრეებისთვის დაეხურა კიდეც. დღეს კი დარბაზში ტექნიკური ჯგუფი გამოიძახა და დინამიკები ჩართო. ფაქტია, შეფასება არა, რომ პრობლემა მოგვარებადი იყო, თუმცა არც ერთმა მოსამართლემ არც ერთ ეტაპზე არ გაითვალისწინა დამსწრეების წუხილი, არც იმ მოსამართლემ, რომელიც ახლა პრობლემის მოგვარებას ცდილობს.

11:41 22.8.2025

მე-11 დარბაზში ხმა არ ისმის... [გასულ სხდომებზეც იდენტური პრობლემა იყო]მოსამართლემ შესვენება გამოაცხადა. ტექნიკური ჯგუფი პრობლემის აღმოფხვრას აპირებს.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG