Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩილ მუსელიანცის საქმე - ლაივბლოგი (22/08/2025)

29 წლის არჩილ მუსელიანცს 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მას ბრალად ედება პარლამენტთან ბოძზე დამაგრებული კამერების დენის წყაროს მიზანმიმართული დაზიანება და მისთვის ცეცხლის წაკიდება, რათა აქციაზე მყოფების სახეების იდენტიფიცირება შეუძლებელი ყოფილიყო. დღეს მუსელიანცის ადვოკატი დასკვნით სიტყვას იტყვის.

14:39 22.8.2025

ეს არის წერილი, რომელიც დაწერა არჩილ მუსელიანცმა იმ შემთხვევაში, თუ გამამტყუნებელ განაჩენს გამოუტანდნენ.

“მოგესალმებით, მეგობრებო.

მინდა ყველას უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ ჩემი ცხოვრების რთულ ეტაპზე გვერდში დგომისთვის. ამ წერილს წინასწარ ვწერ იმიტომ, რიმ ვიცი მომისჯიან, მაინც შეასრულებენ ამ დავალებას.

ჩემს სამომავლო პატიმრობის განცდაზე გეტყვით, საერთოდ არ განვიცდი, რადგან საპირისპიროდ ქვეყანაა და მისი მიმავალი. 6 წელიც რომ მომისაჯონ, მე მზად ვარ, მოვიხადო უსამართლო სასჯელი იმიტომ, რომ სამშობლოა ჩემთვის ღირსება.

ერთს გთხოვთ მხოლოდ - იბრძოლეთ! წარმოიდგინეთ, როგორ საქართველოში ვიცხოვრებდით თუკი გენერალი მაზნიაშვილი დანებდებოდა? და ილია ჭავჭავაძე? როგორი საქართველო იქნებოდა, რომ არა ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას ბრძოლა? როგორ საქართველოში ვიცხოვრებდით, რომ არა შინდისის გმირების სულისკვეთება? და როგორი იქნებოდა საქართველო გიორგი ანწუხელიძის გარეშე? ისინი ლამაზი, ბედნიერი და დამოუკიდებელი საქართველოსთვის იბრძოდნენ. ჩვენც ამისთვის ვიბრძვით და ამას აუცილებლად მივაღწევთ - ჩვემ ამას შევძლებთ!

მიყვარხართ ყოველივე თქვენთაგანი. მეამაყებით ყოველივე თქვენთაგანი. გაუფრთხილდით ერთმანეთს, გიყვარდეთ ერთმანეთი, სამშობლო ხომ სიყვარულია. სამშობლო ყოველი თქვენგანია.

შევხვდებით რუსთაველზე - იქ ვიზეიმებთ გამარჯვებას, სადაც ყველაფერი დაიწყო.

პატივისცემით, არჩილ მუსელიანცი”.

14:39 22.8.2025

მოსამართლე გიორგი არევაძემ არჩილ მუსელიანცი დამნაშავედ ცნო და ოთხწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

მოსამართლე განმარტავს, რატომ პატიმრობა და რატომ ამდენი - ის ამბობს, რომ დაკავების დროს მუსელიანცი პირობითი მსჯავრის ქვეშ იყო… (კანონის თანახმად დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში მინიმუმ მსჯავრს ერთი წელი ემატება, ეს ბრალდება კი მინიმუმ სამ წელს ითვალისწინებდა….) შევეცადე მომეძიებინა ევროპული გამოცდილება ინტერნეტით და 2018 წლის 17 დეკემბრის ჰამბურგის გადაწყვეტილებაა, როცა სახელმწიფო ქონება დააზიანეს, ცეცხლის წაკიდებით და თავისუფლება აღუკვეთეს 2 და 3 წლის ვადით.

“მსჯავრდებულს აქვს უფლება მიმართოს შეწყალებაზე პრეზიდენტს”, - ამბობს მოსამართლე და ასრულებს.

ამხნევებენ დამსწრეები: “შენთან ვართ, ისწავლე ბევრი არჩილ, არ იჯდები ოთხი წელი”.

13:16 22.8.2025

მოსამართლე, გიორგი არევაძე სათათბიროდ გავიდა. გადაწყვეტილება დღესვე გამოცხადდება.

13:16 22.8.2025

მოსამართლე, გიორგი არევაძე ამბობს, რომ ბრალზე თქვენ არ გისაუბრიათ, იმაზე, რასაც გედავებიან არ გიხსენებიათ, ანუ კაბელების ცეცხლის წაკიდებით დაწვა და ამაზე რამის თქმა ხომ არ გინდათო?

მუსელიანცი ამბობს - თავს არ ვცნობ დამნაშავედ, ჯობია, ვინც დაწვა ის მოიძიონ, შერჩევითად აირჩიეს ბრალდებული.



ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG