Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩილ მუსელიანცის საქმე - ლაივბლოგი (22/08/2025)

29 წლის არჩილ მუსელიანცს 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მას ბრალად ედება პარლამენტთან ბოძზე დამაგრებული კამერების დენის წყაროს მიზანმიმართული დაზიანება და მისთვის ცეცხლის წაკიდება, რათა აქციაზე მყოფების სახეების იდენტიფიცირება შეუძლებელი ყოფილიყო. დღეს მუსელიანცის ადვოკატი დასკვნით სიტყვას იტყვის.

11:16 22.8.2025

თითქმის ორთვიანი პაუზის შემდეგ არჩილ მუსელიანცის საქმეზე სასამართლო სხდომები განახლდა, მოსამართლე გიორგი არევაძის შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ.

სხდომა ისევ ნაწილობრივ დახურულია, რაც ნიშნავს, რომ სხდომათა დარბაზში მოსამართლე დამსწრეებს შერჩევითად უშვებს. მედია შეუზღუდავად დაიშვება, დამსწრე კი მხოლოდ ხუთი.

არჩილ მუსელიანცის დედობილმა, ცარო ოშაყმაშვილმა ფურცელზე დაწერა სია და ელოდება, მოსამართლემ დააკმაყოფილოს. ამ სიაში არიან სხვა დაკავებული დემონსტრანტების ოჯახის წევრები და გიორგი ახობაძე, რომელიც ნარკოდანაშაულში გაამართლეს. მას სხდომაზე დასწრება სურს.

11:24 22.8.2025

ზიანი, რომელიც სავარაუდოდ, არჩილ მუსელიანცის ქმედების შედეგად სახელმწიფოს მიადგა 534 ლარია.

11:37 22.8.2025

მოსამართლე, გიორგი არევაძე სხდომათა დარბაზშია. პროცესი ისევ მე-11 დარბაზში ტარდება, სადაც როგორც წესი, ხმა არ ისმის ხოლმე. ეს დარბაზი ე.წ. ოროთახიანია. დამსწრეებსა და მხარეებს შორის ტყვიაგაუმტარი შუშისგან და ხისგან შედგენილი კონსტრუქციაა აღმართული, რომელიც კარის ფუნქციას ასრულებს.

11:40 22.8.2025

არჩილ მუსელიანცმა ციხიდან უნივერსიტეტში ჩაბარება გადაწყვიტა, მას სამართალზე სწავლა სურს. ბადრაგებს ის ეროვნული გამოცდების პერიოდში საგამოცდო ცენტრში მიჰყავდათ და მოჰყავდათ ხოლმე.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG