აიჰან ჰასანლის თქმით, არც ერთ მოწმეს არ მიუცია ჩვენება, რომლის თანახმად მან პირადად იხილა ინსაფ ალიევი ჯგუფური ძალადობის პროცესში.
არც ერთი მოწმე არ მიუთითებს, რომ ბატონი ინსაფ ალიევი იმყოფებოდა რუსთაველის გამზირზე ან რომ მას პირადად დაინახა შემთხვევის ადგილზე.
საქმეში არ არსებობს მოწმის ჩვენება, რომელიც კონკრეტულად ადასტურებს, რომ ინსაფ ალიევი იმყოფებოდა ინციდენტის ეპიცენტრში და მონაწილეობდა მის განვითარებაში.
ადვოკატი მოწმეების ჩვენებების შეფასებაზე გადადის და ამბობს, რომ „მოწმეებს არ დაუნახავთ ინსაფ ალიევი რუსთაველის გამზირზე. მათ ასევე არ დაუნახავთ არც ინსაფ ალიევის მხრიდან პიროვნების დაზიანების ფაქტი და არც ქონების დაზიანების. „მოწმეებმა არ იციან, ვინმეს ან რამეს დააზიანეს ზოგადად ბრალდებულებმა თუ არა. ისინი არ იცნობდნენ ბრალდებულებს".
აიჰან ჰასანლის თქმით, ბრალის შესახებ დადგენილების მიხედვით, ბრალდება ორგანიზატორებად მიუთითებს ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძეს და ვასილ კაძელაშვილს.
მისი შეფასებით, აღნიშნული პირების მხრიდან ორგანიზების ან ხელმძღვანელობის ფაქტი ამ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში წარმოდგენლი მტკიცებულებებით ვერ დასტურდება, რაზეც თავად მათი ადვოკატები დეტაურად ისაუბრებენ.
„შესაბამისად, როცა არ არის გამოკვეთილი ორგანიზატორი ან ხელძღვანელი, მონაწილედ მიჩნეული ინსაფ ალიევის მიმართ უნდა დადგეს გამამართლებელი განაჩენი. რადგან ორგანიზატორისა ან ხელძღვანელის გარეშე, ვერც იარსებებს ორგანიზებული ჯგუფი, სადაც მონაწილეობა თეორიულად დაშვებულია. თუმცა იმ შემთხვევაშიც კი, თუ დავუშვებთ, რომ ორგანიზატორი ან ხელმძღვანელი გამოკვეთილია, რაც წარმოდგენილი მტკიცებულებებით ფიზიკურად შეუძლებელია, მაშინ ბრალდების მხაემ უნდა დაედგინა მითითებების შემსრულებელი პირი და მითიტების შესრულების ფაქი ანუ, მონაწილე, რომელიც ასრულებდა ამ გამოკვეთილი ორგანიზატორების მითითებებს", - ამბობს ადვოკატი.
აიჰან ჰასანლის მიაჩნია, რომ ბრალდების მხარეს პირველ რიგში უნდა დაედასტურებინა, რომ კონკრეტული პირები მართლაც იყვნენ ორგანიზატორები, ხოლო შემდეგ ის, რომ ინსაფ ალიევი ასრულებდა ამ ორგანიზატორების მითითებებისა და დავალებებს.
„განსაკუთრებით უნდა გაესვას ხაზი იმ ფაქტს, რომ მტკიცების ტვირთი სრულად ეკისრებოდა ბრალდების მხარეს. შესაბამისად, ბრალდების მხარემ, ერთი მხრივ, უნდა დაადასტურებინა, რომ ინსაფ ალიევი მოქმედებდა ორგანიზებულად და მითითებების საფუძველზე, ხოლო მეორე მხრივ, უნდა გაეაქარწყლაბინა გონივრული ეჭვი, რომ იგი არ მოქმედებდა ინდივიდუალურად, იზოლირებულად და სპონტანურად.
თუმცა, წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეს ვერსია ვერ დადასტურდა, რის შედეგადაც ბრალდების მხარემ ვერ შეძლო მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესრულება", - ამბობს ადვოკატი.
ის მკვეთრ ხაზს ავლებს და აცხადებს, რომ ჯგუფური მოქმედების ორგანიზება ან ხელმძღვანლეობა და მასში მონაწილეობა შეუძლებელია განხორციელდეს წინასწარი შეთანხმებისა და ჯგუფის მიერ ორგანიზებული საკითხების გადაწყვეტის, ორგანიზატორის ან ხელმძღვანელი პირის და მითითებების შემსრულებელ პირთა არსებობის გარეშე.
შესაბამისად, თუ არ დადასტურდება მონაწილე პირთა მიმართ, ერთმანეთთან კავშირი, ნაცნობობა, განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზებული ხასიათი, ანდა მათ მიერ აღნიშნული ქმედებების ვინმეს მითითების შესრულების ფაქტი, ვერ იქნება სახეზე ბრალად წარდგენილი ქმედება და სასამართლომ უნდა გამოიტანოს გამამართლებელი განაჩენი.
რადგამ თუ პირები მოქმედებდნენ სპონტანტურად, ჯგუფურად, კონკრეტულ დროს სიტუაციიდან გამომდინარე, თუნდაც ემოციურად, სასამართლოს, მათ შორის საქართველოს უზენაესი სასამართლოს მდიდარი პრაქტიკის თანახმად, აღნიშნული გამორიცხავს ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობას.
ფორუმი