13:24 - აიჰან ჰასანლის დასკვნითი სიტყვისთვის საათზე მეტი დასჭირდა. შემდეგი ვეფხია კასრაძის ადვოკატები არიან.
ინსაფ ალიევის ადვოკატის, აიჰან ჰასანლის დასკვნითი სიტყვის ბოლო აბზაცი:
„მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მასალები გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტით ვერ ადასტურებს ინსაფ ალიევის მიერ ჯგუფში ორგანიზებული ფორმით მონაწილეობას, ისევე, როგორც გამოკვლეული მტკიცებულებებიდან არ გამომდინარეობს მის მხრიდან ერთმანეთთან წინასწარ შეკავშირებისა თუ წინასწარ, ერთმანეთის განზრახვის ცოდნის ფაქტი. განსახილველ საქმეში გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადგენილია, რომ იგი მოქმედება არა წინასწარ შეთანხმებით, ჯგუფურად და ორგანიზებულად, არამედ - სპონტანურად, კონკრეტულ დროს, კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე. შესაბამისად, იგი უნდა გამართლდეს წადგენილ ბრალდებაში".
აიჰან ჰასანლი, ინსაფ ალიევის ადვოკატი აჯამებს დასკვნით სიტყვას:
წარმოდგენილი მტკიცებულებათა ანალიზით დგინდება:
1. არ არსებობს არცერთი უტყუარი მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს, რომ ბრალდებულები მოქმედებდნენ წინასწარ შეთანხმებით, რაიმე დაორგანიზებული ფორმით ან დაემორჩილნენ კონკრეტული პირის მითითებებს;
2. არ დადასტურებულა ბრალდებულთა მიერ ჯგუფის ორგანიზების ან ხელმძღვანელობის ფაქტი;
3. მტკიცებულებებიდან არ იკვეთება, რომ ბრალდებულებმა იცოდნენ დანაშაულებრივი გეგმის შესახებ, ან ჰქონდათ მიზანი ჩაედინათ სხვისი ქონების დაზიანება, ძალადობა, ან სხვა დელიქტური ქმედება;
4. ვიდეოჩანაწერები და მოწმეების ჩვენებები მიუთითებენ სპონტანურ, ემოციურ რეაქციებზე და არა წინასწარ ორგანიზებულ ძალადობრივ მოქმედებებზე.
საქმის მასალებში არა მხოლოდ არ არსებობს კავშირი ბრალდებულებს შორის, არამედ პირადად ზოგიერთი მათგანი მოქმედებდა ცალკე, იზოლირებულად, როგორც ეს ცალსახად დადასტურდა ბატონ ინსაფ ალიევის შემთხვევაში.
„წარმოდგენილი მტკიცებულებებით შეუძლებელია გონივრულ ეჭვს მიღმა დავასკვნათ ბრალდებულის ბრალეულობა. თუნდაც მინიმალური ეჭვი, რაც რჩება – იგი კანონის ძალით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ", - აცხადებს აიჰნ ჰასანლი.
ადვოკატი უბრუნდება ორგანიზებული ჯგუფური დანაშაულის დამადასტურებელ კომპონენტებს, ესენია: კავშირი, ნაცნობობა, ჯგუფის ორგანიზებული ხასიათი, ქმედების ვინმეს მითითებით შესრულების ფაქტი. ის კიდევ ერთხელ ცალ-ცალკე მიმოიხილავს ამ კომპონენტებს იმაზე დაყრდნობით, რაზეც დასკვნით სიტყვაში ყურადღება უკვე გაამახვილა.
1. ნაცნობობა - ადვოკატი ამბობს, რომ საქმეში არ არის არცეთი მტკიცებულება, რომ ალიევი იცნობს ბრალის შესახებ დადგენილებაში მითითებულ ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძეს და ვასილ კაძელაშვილს.[ბრალდებამ ვერ დაადასტურა, მან არ ჩაატარა მობილური ტელეფონის დათვალიერება, დანიშნულია ექსპერტიზა და პასუხი ამ დრომდე არაა ცნობილი].
2. კონტაქტი - არ არის დადასტურებული კონტაქტი, ალიევსა და სხვა პირების მიმართ. არ არსებობს არანაირი წერილობითი მასალა, ალიევსა და სხვა ვინმეს შორის მიმოწერის, მესიჯის ან რაიმე მსგავსი სახის კომინუკაციის დამყარების.
3. ქმედების ვინმეს მითითებით შესრულების ფაქტი - ადვოკატის თქმით, არსენ ხუნაშვილმა განმარტა, რომ თუ ინსაფ ალიევს არ ესმოდა ქართული ენა, შესაბამისად, ვერც გაიგებდა ზვიად ცეცხლაძის ვიდეომიმართვის შინაარსს. თუმცა აღნიშნა, რომ შესაძლოა ვინმეს მისთვის თარგმნა. ადვოკატის თქმით, საქმეში არ დევს არანირი მტკიცებულება იმისა, რომ 14 წუთიან ვიდეოს ინსაფ ალიევისთვის ინმე უთარგმნა.
4. ქმედების ორგანიზებული ხასიათი - ადვოკატის თქმით, როდესაც ალიევი წარმოდგენილ ორივე ვიდეოში სხვებისგან განცალკავებულად და იზოლირებულად და ინდივიტუალურად ფიგურირებს, მისი ქმედება უნდა შეფასდეს სპონტანურად და არა ორგანიზებულად.
„ალიევის წინააღმდეგ საქმეში არსებულ ვიდეოზე არ ჩანს არცერთი ე.წ. ორგანიზატორი ან ხელმძღვანელი, ალიევი არ ესაუბრება არავის, არ ჩანს არცერთი სხვა ე.წ. მონაწილე ბრალდებული", - ამბობს ადვოკატი და ამატებს: თუ პირები მოქმედებენ სპონტანურად, ეს გამორიცხავს ორგანიზებულ ჯგუფურ დანაშაულში მონაწილეობას,
ფორუმი