კიდევ ერთი მაგალითი, რომელიც ადვოკატს მოჰყავს, მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ადვოკატი აპერიფრაზებს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, სადაც წერია:
„მხოლოდ იმაზე მითითება, რომ, დაკითხული მოწმეთა ჩვენებების თანახმად, ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობდა 20 და მეტი მამაკაცი (მოწმეთა მიერ მათი იდენტიფიცირების გარეშე), რაზეც საკასაციო საჩივარში აპელირებს ბრალდების მხარე, თავისთავად, ვერ გახდება საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით, დამნაშავედ ცნობის საფუძველი".
მორიგი საქმე, სადაც საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებების შინაარსით არ გამოკვეთილა, რომ პირები უშუალოდ ასრულებდნენ ვინმეს მითითებებს, ან თავად გასცემდნენ რაიმე სახის დავალებებს. ამდენად, მითითება ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაზე, დაუსაბუთებელია.
აიჰან ჰასანლის მიერ სასამართლოზე მოყვანილი მაგალითები უზენაესი სასამართლოს პრაქტიკიდან:
1 - საქართველოს უზენაესი სასამართლომ საქმეზე საქმე №397აპ, სადაც კასატორი, ბრალდების მხარემ, უთითებდა, რომ „ღია სივრცეში ორგანიზებული ჯგუფური დანაშაულის დროს, აუცილებელი არაა წინასწარ შეკავშირება, არამედ შესაძლებელია მის ჩადენაში წინასწარ შეუთანხმებლად, ერთობლივად მონაწილეობდეს ორი ან მეტი ამსრულებელი“. რაზეაც არ დაეთანხმა უზენაესმა სასამართლომ და თქვა, რომ
ქმედების სსკ-ის 225-ე მუხლით კფალიფიკაციისთვის, აუცილებელია მსჯავრდებულებს გაცნობიერებული ჰქონდეთ დამნაშავეთა ორგანიზებული ჯგუფის მიზანი და იცოდნენ საერთო დანაშაულებრივი საქმიანობის ან ამ ჯგუფის მიერ აღნიშნულ დანაშაულთა ჩადენის განზრახვის შესახებ. ორგანიზებული ჯგუფის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი ნიშანი არის ერთმანეთთან წინასწარ შეკავშირება.
2 - საკასაციო სასამართლომ თქვა: წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა ჯგუფური მოქმედების ორგანიზება და უტყუარად ვერ დადგინდა მსჯავრდებულთა მხრიდან განზრახვის არსებობა, დაეორგანიზებინათ ჯგუფი, განეხორციელებინათ ძალადობა და დაეზიანებინათ სხვისი ქონება.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს თქვა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება ის ფაქტი, რომ აღნიშნული პირები წინასწარ შეკავშირდნენ ჯგუფური დანაშაულის ორგანიზების ან მასში მონაწილეობის განსახორციელებლად, რაც საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელ ნიშანს წარმოადგენს.
ადვოკატი ამბობს, რომ 39 საქმეა გამოქვეყნებული უზენაესი სასამართლოს საიტზე ამ საქმეზე ბრალდების იდენტური შინაარსის, ანუ რა შემთხვევაში მიიჩნევს სასამართლო, რომ ჩადენილია ორგანიზებული ჯგუფური ძალადობა. ადვოკატი რამდენიმე კომპონენტს გამოყოფს, ესენია:
1.წინასწარი შეთანხმება ან შეკავშირება ან და ნაცნობობა ჯგუფის წევრებს შორის;
2.ორგანიზებულობა – ანუ მოქმედებების წინასწარი დაგეგმვა და კონკრეტული განზრახვის არსებობა;
3.კონტაქტი ჯგუფის წევრებს შორის;
4.მითითებების შესრულების ფაქტი;
5.გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებული ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც დაადასტურებს ბრალდებულის როლს როგორც ორგანიზატორის, ხელმძღვანელის ან აქტიური მონაწილისა ჯგუფურ ძალადობაში.
ადვოკატისთვის ეს ქმედებებიც წინასწარ გასაზღვრული და მიზანმიმართულია და არა გამოძიების წესებიდან ნაკარნახევი:
„შესაბამისად, გამომძიებელმა დაჯდა, თავისი გემოვნებით უყურა ვიდეოს და დაწერა ის, რაც საჭიროდ ჩათვალა, თითქოს არ არსებობს საპროცესო კოდექსი და ამას უწოდებს დათვალიერების ოქმი.
ეს არა მხოლოდ არაინფორმაციულია, არამედ სამართლებრივად სამარცხვინოა, რომ ასეთი დოკუმენტი თანდართული იყოს სისხლის სამართლის საქმეზე", - ამბობს ის.
ფორუმი