Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
ზინოვკინა-გრიბულის საქმე
ზინოვკინა-გრიბულის საქმე

ზინოვკინა-გრიბულის საქმე - ლაივბლოგი (01/09/2025)

ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული რუსეთის მოსამართლეების ანასტასია ზინოვკინას და არტემ ბრიგულის ადვოკატების დასკვნით სიტყვებს მოისმენს დღეს სასამართლო. ადვოკატები: შოთა თუთბერიძე, დარია სამოდუროვა სხდომას სასამართლოს დარბაზიდან აშუქებს ჟურნალისტი სალომე ჩადუნელი.

11:35 1.9.2025

ადვოკატი ამბობს, რომ ეკა გოგისვანიძის 2024 წლის 17 დეკემბრის გამოკითხვის ოქმი დაუშვებელი მტკიცებულებაა ვინაიდან შედგენილია „კანონის დარღვევით“.

„გამოკითხვის ოქმის შემდგენია მ.ჯაფარიძე. ოქმიდან არ ირკვევა ოქმის შემდგენის ვინაობა. ოქმში ასახული არ არის კონკრეტულად სად იქნა შედგენილი გამოკითხვის ოქმი", - ამბობს ის.

ამას გარდა ამბობს, რომ გამოკითხვა ღამის საათებშია ჩატარებული, რაც დაუშვებელია, გარდა გადაუდებელი აუცილებლობისა, ეს აუცილებლობა კი დასაბუთებული არ არის.

11:33 1.9.2025

ადვოკატის მტკიცებით, ბრალდებულებს ნარკოლოგიურ შემოწმებაზე უარი არ უთქვათ, უფრო მეტიც, მათ არ ჰქონდათ ინფორმაცია, რას აწერდნენ ხელს.

„ოქმის მიხედვით არტემ გრიბული და ანასტასია ზინოვკინა უარს აცხადებენ ნარკოლოგიურ შემოწმებაზე. აღსანიშნავია ის რომ ნარკოლოგიურ შემოწმებაზე უარის თქმის შესახებ ოქმები არ არის ცალცალკე შედგენილი. შედგენილია ერთობლივი ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ ბაქარ ლებანიძე[გამომძიებელი] და ანაიდა საფარიანი[თარჯიმანი]. ის რომ ოქმი გადაუთარგმნეს ბრალდებულებს ოქმზე არ არის მითითებული, რაც ნიშნავს იმას რომ შედგენილი ოქმის შესახებ ბრალდებულებს არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდათ და ოქმი არ ასახავდა მათ ნამდვილ ნებას".

11:32 1.9.2025

ადვოკატი ამბობს, რომ 2024 წლის 17 დეკემბერს ანასტასია ზინოვკინასთან ჩატარებული პირადი ჩხრეკის ოქმი დაუშვებელია კიდევ ერთი გარემოების გამო, რადგან არ არის აღწერილი ანასტასია ზინოვკინასგან ამოღებული ნივთები. აღწერილი არ არის ამოღებული ნივთების ინდივიდუალური და გვარეობითი ნიშნები. „პირადი ჩხრეკის ოქმში კორექტორის მეშვეობით წაშლილი, გადაკეთებულია ფაქტობრივი მისამართი და ემილ კუპრავას ხელმოწერა, აღნიშნულტან დაკავშირებით არ არის გაკეთებული შენიშვნა"

იგივეა არტემ გრიბულის შემთხვევაშიც, ადვოკატის თქმით, „არ არის აღწერილი არტემ გრიბულისგან ამოღებული ნივთები. აღწერილი არ არის ამოღებული ნივთების ინდივიდუალური და გვარეობითი ნიშნები".

11:31 1.9.2025

„ემილ კუპრავას მიერ შედგენილი დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობით პირადი ჩხრეკის წარმოების შესახებ, რომლის საფუძველზე ემილ კუპრავამ ანასტასია ზინოვკინას პირადი ჩხრეკა ჩაატარა. დათარიღებულია 2023 წლის 17 დეკემბრით და არა 2024 წლის 17 დეკემბრით. შესაბამისად მოწამლული ხის ნაყოფის პრინციპის მიხედვით, აღნიშნული დადგენილების საფუძველზე ჩატარებული პირადი ჩხრეკა, პირადი ჩხრეკის ოქმი, ამოღებული ნივთიერება და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა დაუშვებელი მტკიცებულებაა", - ამბობს ადვოკატი.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG