ადვოკატისთვის უცნაური დამთხვევაა, რომ ყველა დეტექტივი, ვისი გვარიც საქმეშია, ჩხრეკის ადგილიდან ძალიან ახლოს იყო, „ფაქტობრივად მეზობელ ქუჩაზე".
„სახელდობრ, ცკპდ-ს დეტექტივები ლუკა ფოლადაშვილი, ირაკლი მუხადგვერდელი და თამარ ძნელაძე იმყოფებოდნენ ცინცაძის ქუჩაზე. თარჯიმნები ანაიდა საფარიანი, შორენა ტაბატაძე გამომძიებლებთან ემილ კუპრავასთან და ბაქარ ლებანიძესთან ერთად ვაჟა ფშაველას გამზირზე რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან ლობიანებს მიირთმევდნენ. უცნაური დამთხვევაა რომ საქმეში მონაწილე ყველა პირი ფაქტობრივად მეზობელ ქუჩებზე იმყოფებოდნენ", - აცხადებს ადვოკატი.
ადვოკატისთვის საეჭვოა გარემოება, რომ არჩილ ნაცვლიშვილს ახსოვს მცირე დეტალები, რომელიც რთულად ამახსოვრდება ადამიანს, თუმცა არ ახსოვს ვის მიაწოდა ინფორმაცია გამოძიების დაწყების შესახებ, ვინ გაემარტა ადგილზე, სად იმყოფებოდა ემილ კუპრავა იმ დროს.
„ლოგიკურია, თუ 6 თვის შემდეგ ადამიანს ახსოვს ინდივიდუალური საქმის ნომერი, საქმის ყველა დეტალი უნდა ახსოვდეს მათ შორის ყველა ის საგამოძიებო მოქმედება რაშიც მიღებული აქვს მონაწილეობა.
არჩილ ნაცვლიშვილმა გამოიყენა ის სტანდარტული ფრაზა, რომელსაც იყენებენ საქმის ფალსიფიცირებისას „თუკი რამე დოკუმენტზეა ჩემი ხელმოწერა ვადასტურებ რომ ცემს მიერ არის შესრულებული.“ არ არის გამორიცხული რომ ამ საქმეში არაერთი საპროცესო დოკუმენტი აქვს შექმნილი არჩილ ნაცვლიშვილს მიერ, თუმცა ვისი სახელით ქმნიდა არ ახსოვს და თავი გადაიზღვია", - ამბობს სამოდუროვა.
მოწმე - არჩილ ნაცვლიშვილი.
ადვოკატის თქმით, სიცრუეა მისი მტკიცება, რომ „ჯემალ მირაზანაშვილი გამოკითხა და მოიპოვა ანასტასია ზინოვკინას და არტემ გრიბულის პერსონალური მონაცემების საზღვრის კვეთის მონაცემთა ბაზიდან".
პირველი მოწმე, ჯემალ მირაზანაშვილია - ადვოკატი ამბობს, რომ „ჯემალ მირაზანაშვილმა განმარტა რომ მან პირადადად, თავისი მომხმარებლის მეშვეობით გადაამოწმა პოლიციის სპეცალური ელექტრონული ბაზაში ანასტასია ზინოვკინას და არტემ გრიბულის მონაცემები რათა, მოეხდინა მათი იდენტიფიკაცია (14:43:40).საპირისპიროზე მეტყველებს პოლ.ჯი-დან ამოღებული ანასტასია ზინოვკინას და არტემ გრიბულის პერსონალური მონაცემების ზედა მარჯვენა კუთხეში მითითებული მომხმარებლის ვინაობა და ბეჭვდის საათი ემილ კუპრავა - 23:07".
ადვოკატს მიაჩნია, რომ მოწმე მირაზანაშვილმა „იცრუა“.
ფორუმი