დეტექტივი თამარ ძნელაძე ბრალდებულების ადვოკატის თქმით, ვიდეოს არ გადაღებას ხსნის იმით რომ ემილი კუპრავა[გამომძიებელი] ვიდეოს ვერ გადაუღებდა,
„წინა სავარძლიდან როგორ გადაუღებდა ეკითხება გაკვირვებული მოწმე ადვოკატს. ასევე დასძინა, გარეთ რომ ვმდგარიყავით გადაღება აუცილებლად მოხდებოდა", - ამბობს ის.
მოწმე - თამარ ძნელაძე
ადვოკატის თქმით, დეტექტივი ძნელაძე ანასტასია ზინოვკინას მანქანაში მოთავსება ხსნის იმით, რომ ის იყო აგრესიული, ხელებს იქნევდა, ცოტა ნერვიული იყო, პერიოდულად მშვიდდებოდა და ემილი კუპრავას დახმარებით ჩასვეს მანქანაში.
ადვოკატი ამბობს, რომ ძნელაძის ჩვენების თანახმად ნარკოტიკი ანასტასია ზინოვკინას „შავი ჩანთიდან ამოიღეს“, სინამდვილეში ჩანთა შავი იყო.
„ჩანტას ფერი ვერ დაიმახსოვრა მოწმემ თუმცა დაიმახსოვრა 3 წონაკის ნარკოტიკული საშუალების ფერები", - ამბობს ადვოკატი.
ადვოკატი ამბობს, რომ სასამართლოში დაკითხვისას ირაკლი მუხათგვერდელმა რამდენჯერმე შეცვალა თავისი ჩვენება, რაც მის მიერ მიწოდებული ინფორმაციის სანდოობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს და გაზიარებული არ უნდა იყოს:
„ირაკლი მუხადგვერდელი ჩვენება იყო არათანმიმდევრული ურთიერთ საწინაამღდეგო და გამომრიცხავი. იმის გათვალისწინებით რომ რამდენიმე წამიან ინტერვალში მუხადგვერდელს ავიწყდებოდა რა ისაუბრა და კატეგორიულად უარყოფს".
მოწმე - ირაკლი მუხათგვერდელი.
დაცვის მხარის აზრით, მოწმე ირაკლი მუხადგვერდელის დაკითხვამ ამ საქმეში გადამწყვეტი როლი ითამაშა. მისი ჩვენების თანახმად, შეაჩერა და გაჩხრიკა არტემ გრიბული.
ადვოკატის თქმით, ირაკლი მუხადგვერდელმა ხაზგასმით აღნიშნა რომ არტემ გრიბულს ქუჩაში არანაირი წინაამღდეგობა არ გაუწევია, ხოლო მანქანაში როდესაც გაიგო რომ ჩხრეკა უნდა ჩატარებულიყო დაიწყო წინაამღდეგობის გაწევა, თუმცა ხელი არც არავის არ მოხვედრია და არავინ არ დაზიანებულა.
ფორუმი